საქართველოსა და ლუქსემბურგის თამაშის ბილეთების გაყიდვა 27 თებერვლიდან დაიწყება
საქართველოსა და ლუქსემბურგის თამაშის ბილეთების გაყიდვა 27 თებერვლიდან დაიწყება
21.02.2024
ავტორი: TSFF.GE

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 21 მარტის თამაშის ბილეთების გაყიდვის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.


„საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს 21 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს.


შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთების რეალიზაცია 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება.


გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას, თითოეული ბილეთისთვის უნდა შეიყვანოთ შემდეგი ინფორმაცია - ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვანის შემთხვევაში - მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).


საქართველო - ლუქსემბურგის მატჩი დინამო არენაზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი უცვლელია და კვლავ 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს",  - ნათქვამია ფედერაციის შეტყობინებაში.