მომავალ სპარინგებში ანტმანს სულისკვეთების ხილვა უნდა
მომავალ სპარინგებში ანტმანს სულისკვეთების ხილვა უნდა
21.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 25 და 28 თებერვალს 2024 წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ. წლის პირველი სპარინგებისთვის ირის ანტმანის გუნდი დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე აგრძელებს ვარჯიშს. 

„ჩემთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია გამოცდილების მისაღებად. არ მაქვს მოლოდინი, რომ საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ, მაგრამ ფეხბურთელებმა უნდა გააგრძელონ ის, რაც დავიწყეთ და გაუმჯობესდნენ თამაშიდან თამაშამდე. დარწმუნებული ვარ, ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ, სავსე არიან ენერგიით. ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში, თუმცა შესანიშნავი გარემო და მოტივაცია გვქონდა. სწორედ, ასეთი სულისკვეთების ხილვა მსურს მოედანზე, რაც ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხებს გადაფარავს", - ამბობს ანტმანი სფფ-ს სანაკრებო გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში.


მატჩებისთვის, რომელიც მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება და ორივე შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება, ირის ანტმანი 23 ფეხბურთელს ამზადებს. ტრავმების გამო, ეროვნულ ნაკრებში არ არიან ხატია ჭყონია, რომელის სწორედ ბოლო შეხვედრაში, ლუქსემბურგის წინააღმდეგ დაშავდ, შესაბამისად, მისი შეცვლა გახდა აუცილებელი და თამარ ქველიძე. ეს ის ორი ფეხბურთელია, რომელიც ანტმანს ნაკრების მიერ ჩატარებული ბოლო მატჩის განაცხადში ჰყავდა. ამჯერად, ქართველთა გუნდის შემადგენლობაში შემდეგი ფეხბურთელები არიან გამოძახებულნი:


მეკარეები: ეკა თაბაგარი („ლანჩხუთი"), თათია გაბუნია („კვარტალი", თბილისი), სვეტლანა გაბელაია („კოლხეთი:, ხობი); დაცვა: მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი"), სოფიკო ნარსია („ლანჩხუთი"), სალომე გასვიანი („კვარტალი", თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი ("ლანჩხუთი"), ნათელა წოწერია („კვარტალი", თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი"), ელენე ენჯიბაძე („სამეგრელო", ჩხოროწყუ), თამარ ტატუაშვილი („თრაბზონსფორი", თურქეთი); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი („კვარტალი", თბილისი), ნინო ბუხრიკიძე („სამეგრელო", ჩხოროწყუ), თინათინ ამბალია („ლანჩხუთი"), თეონა ბაქრაძე („თრაბზონსფორი", თურქეთი), ტატიანა მატვეევა („ასია სფორთი", თურქეთი), ანა პავლიაშვილი („სამეგრელო", ჩხოროწყუ), სალომი დიმოპულო („კვარტალი", თბილისი), ანასტასია ბოლქვაძე („კვარტალი", თბილისი), ლიზი მწყერაშვილი („სამეგრელო", ჩხოროწყუ), მაიკო ბებია („სამეგრელო", ჩხოროწყუ), ნათია დანელია („კვარტალი", თბილისი), ანა ჩემინავა („თრაბზონსფორი", თურქეთი).


„სეზონი ჯერ არ განახლებულა, შესაბამისად, გოგონები ოპტიმალურ ფორმაში არ არიან. თუმცა, ინდ"ივიდუალურად და კლუბებთან ერთად ემზადებოდნენ, რაც კარგია ჩვენთვის", - ამბობს ირის ანტმანი.


25 და 28 თებერვალს, მიხეილ მესხი 2-ზე გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია.

 

 

სფფ-ს ფოტო