სოფიაში დასრულებულმა ევროპის ჩემპიონატმა ძალოსნობაში მართალია, ლაშა ტალახაძის მორიგი სანახაობის გარეშე დასრულდა, შესაბამისად, ჩვენი გუნდის ყულაბას მის მიერ მოპოვებული ოქროებიც დააკლდა, თუმცა, ოქროს მედალი ანასტასია გოტრფრიდმა მოიგო.
საქართველოს სახელით მოასპარეზე უკრაინელმა ანასტასია გოტფრიდმა, ატაცში ოქროს, აკვრასა და ორჭიდში კი ვერცხლის მედლები მოიპოვა. ქართველ-უკრაინელ ძალოსანს, ორჭიდში ოქროს მედლამდე და ევროპის ჩემპიონის ტიტულამდე ორჭიდში 6 კგ დააკლდა.
+87კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ანასტასიამ, ატაცში, სამივე ცდა 111 / 115 / 117 კგ წარმატებით დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. სამივე ცდა გამოიყენა გოტფრიდმა აკვრაშიც. თუმცა, დაძლეული 128 / 133 / 140 კგ-თუ ჩვენიანი მხოლოდ, ვერცხლს დასჯერდა. ვინაიდან ანასტასიას აწეულ წონაზე 11 კგ-ით მეტის აწევა მოახერხა ბრიტანეთის წარმომადგენელმა ემილი კემპბელმა, რომელმაც მეორე მისვლისა 151 კგ დააფიქსირა და შესაბამისად, ისე, რომ ბოლო ცდა არ გამოიყენა, ატაცში ჩემპიონობა იზეიმა.
ორჭიდში ბრიტანელმა 263კგ დააგროვა, გოტფრიდმა კი, 257კგ, შესაბამისად ჩვენი ძალოსანი, საბოლოოდ მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
დღესვე, ფიცარნაგზე ბოლო ქართველმა ძალოსანმაც სცადა ძალები. +109კგ წონით კატეგორიაში, ლაშა ტალახაძის არყოფნისას, მხოლოდ ბაქარ თურმანიძემ იასპარეზა. ძალოსანმა ატაცში 175 კგ დაძლია და მე-6 ადგილზე გავიდა. აკვრაში, ქართველმა 215 კილოგრამი დააფიქსირა და კვლავ მე-6 ადგილზე გავიდა. საბოლოოდ, ორჭიდში მოგროვილი 390 კილოგრამით თურმანიძემ მე-5 საფეხურზე დაასრულა ასპარეზობა.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი