ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა
20.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ღეს, ბულგარეთში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე, ძალოსნებს ოქროს მედლის მფლობელი მძიმე წონაში უნდა გამოევლინა. სპორტის ამ სახეობის მოყვარულები, განსაკუთრებით საქართველოში ლაშა ტალახაძის მორიგი ოქროების კრებულს ელოდნენ, თუმცა, +109კგ წონით კატეგორიაში, შეჯიბრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ტალახაძის დაანონსებული ასპარეზობა გაუქმდა.


„რამდენიმე წუთში ბულგარეთის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობაში მძიმეწონოსნები ჩაერთვებიან, სადაც საქართველოს ნაკრებიდან 2 ძალოსანია წარდგენილი.


+109 კგ. წონით კატეგორიის განაცხადში   ლაშა ტალახაძე და ბაქარ თურმანიძეა არიან, თუმცა შეჯიბრზე მხოლოდ ბაქარი გამოვა.


ძალოსნობის გულშემატკივარი მსოფლიოს უძლიერესი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის  ასპარეზობას ელის, თუმცა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ლაშა მიმდინარე ჩემპიონატს გამოტოვებს.


როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ განაცხადა, ლაშა ტალახაძე რეაბილიტაციას გადის და ამ ეტაპზე, ოლიმპიადისთვის რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ლაშას ასპარეზობა გამოირიცხა.


მოგეხსენებათ, მიმდინარე ჩემპიონატი არის პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო და რეგლამენტის თანახმად აუცილებელია სპორტსმენის აწონვა და სტარტზე გამოცხადება.  ლაშა ტალახაძემ სწორედ ეს წესი დაიცვა", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში, რომელიც დღეს სოციალური ქსელით გავრცელდა.


აქვე გეტყვით, რომ სოფიაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემთხვევაში ლაშა ტალახაძე, ვასილი ალქესეევის მიღწევას გაიმეორებდა, რომელიც საბჭოთა ძალოსანმა 1970-1978 წლებში დააფიქსირა. ის 8 წელი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული იყო. ამას გარდა, ლაშას ერთი ჩემპიონობაღა დააშორებდა თურქი ჰალილ მუთლუს შედეგის გამეორებამდე. თუმცა, როგორც ჩანს ქართველმა რეკორდსმენმა ოლიმპიურ წელს, რეკორდები პარიზისთვის შემოინახა და ევროპულები, სამომავლოდ გადადო.



ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის