სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში დღეს, ფიცარნაგზე საქართველოს გუნდის სამი წარმომადგენელი, მათ შორის ჩვენი გუნდიდან პირველმა ქალმა სპორტსმენმა იასპარეზა.
პირველად 102კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძემ დაიწყო ასპარეზობა და ერთი ბრინჯაოს მედლითაც გაამდიდრა ქართული ძალოსანმა აკვრაში, პირველ მისვლაზე დააფიქსირა 212 კგ, თუმცა, მომდევნო ორი მისვლა გააცუდა. მიუხედავად ამისა, ეს წონა მესამე ადგილზე გასასვლელად ჩხეიძეს ეყო. მანამდე, ჩვენმა წარმომადგენელმა ატაცში 168 / 174 კგ დაძლია და მე-6 ადგილზე გავიდა. შესაბამისად, ორჭიდში, ირაკლის ჯამში 386 კილოგრამი დაუგროვდა, რაც აღნიშნულ წონაში, მხოლოდ მე-5 შედეგი აღმოჩნდა.
109 კგ წონით კატეგორიაში 160კგ სიმძიმით დაიწყო ატაცში გამოსვლა ზაზა ლომთაძემ. მომდევნო მისვლაზე 164 და ბოლოს კი, 167 კგ დააფიქსირა და საბოლოოდ, მე-7 ადგილს დასჯერდა. ლომთაძემ, აკვრაში პირველ ცდაზე თავი 203 კილოგრამს გაართვა, თუმცა, მომდევნო ორი გააცუდა და მე-5 ადგილზე გავიდა. საბოლოოდ, ქართველს, იგივე საფეხური ერგო ორჭიდში მოგროვილი 370 ქულით.
დღეს, ფიცარნაგზე კიდევ ერთი ქართველი გამოვიდა. ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო გამოსვლა ჰქონდა 17 წლის მარიამ მურღვნლიანს, რომელიც 87კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. მარიამმა ატაცში 97 კგ დაძლია და მე-10 ადგილზე გავიდა. აკვრაში კი, თავი 116 / 121 კილოგრამს გაართვა და მე-7 საფეხურზე აღმოჩნდა. ორჭიდში მოგროვილი 218 კილოგრამით ქართველმა გოგონამ მე-10 დაიკავა.
ხვალ, 20 თებერვალს, ჩემპიონატის დასკვნით დღეს, მედლებისთვის სამი ქართველო, მათ შორის ლაშა ტალახაძე დაიწყებს ასპარეზობას.
20 თებერვალი / 15:00 სთ ანასტასია გოტფრიდი +87 კგ.
20 თებერვალი / 18:00 სთ ლაშა ტალახაძე , ბაქარ თურმანიძე +109 კგ.
ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია