დილის 7 საათზე დაწყებული სპორტული 18 თებერვალი, სოფიაში, მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა.
დღეს, ბულგარეთის ფიცარნაგზე 96კგ წონით კატეგორიაში სადებიუტო ასპარეზობა ე.წ. სენიორების ჩემპიონატზე ჰქონდა ზურაბ მსხალაძეს.
ძალოსანმა ატაცში თავი 151 კილოგრამს გაართვა და მე-12 საფეხური ერგო. აკვრაში კი, 185 / 192 კილოგრამის ძლევით მე-5 ადგილი დაიკავა. საერთო ჯამში, მსხალაძემ ორჭიდში მოგროვილი 343 კილოგრამით კი მე-9 ადგილზე გავიდა.
ხვალ ფიცარნაგზე საქართველოს გუნდის სამი წარმომადგენელი, მათ შორის ჩვენი გუნდიდან პირველი ქალი სპორტსმენი ჩაერთვება.
19 თებერვალი / 16:00 სთ ირაკლი ჩხეიძე - 102 კგ.
19 თებერვალი / 19:00 სთ ზაზა ლომთაძე - 109 კგ.
19 თებერვალი / 22:00 სთ მარიამ მურღვლიანი - 87 კგ.
ჩემპიონატის დასკვნით დღესაც ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის სამი ქართველო, მათ შორის ლაშა ტალახაძე იასპარეზებს.
20 თებერვალი / 15:00 სთ ანასტასია გოტფრიდი +87 კგ.
20 თებერვალი / 18:00 სთ ლაშა ტალახაძე , ბაქარ თურმანიძე +109 კგ.
ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია