გენო - ვერცხლი, მირიანი - ბრინჯაო და საერთო გუნდური მეორე
18.02.2024
ავტორი: TSFF.GE
დღეს, ბუქარესტში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, 125 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ფინალი პრინციპულ მეტოქეს თურქ თაჰა აქგიულთან 5-4 დათმო და ვერცხლის მედლის დაკმაყოფილდა.
ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან გააგრძელა ბრძოლა შოთა ფარტენაძე (61 კგ) და სომეხ სპორტსმენთან 5-4 დამარცხდა. 10-1 დამარცხდა რეპეშაჟში ბრინჯაოს მედლისკენ გზაზე გიორგი გოგრიჭიანიც (74 კგ).
მირიან მაისურაძემ (92კგ) კი, 7-0 დაამარცხა მოლდოველი ანდრიან გროსული და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
საერთო ჯამში, რუმინეთში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 130 ქულით გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს. პირველ ადგილზე კი, თურქეთი გავიდა 140 ქულით.
ფოტო: © UWW