ბაქოს გრან სლემის ოქროს მედალი -100კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძესია. 22 წლის ქართველმა ფინალურ დაპირისპირებაში პოლონელი პიოტრ კუჩერა 43 წამში ეფექტური იპონით დაამარცხა და აზერბაიჯანის დედაქალაქში ერთი წლით ადრე მოგებული ტიტული დაიცვა.
ილიამ ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და თავდაპირველად თურქმენი ბაიმირატ მაიანოვი დაამარცხა. მომდევნო ორ დაპირისპირებაში, რუმინელ და ყაზახ ჯოდოკებს ჩამოურიგა იპონები, 1/2 ფინალში კი, „ნეიტრალური" (რუსეთის) წარმომადგენელი ნიიაზ ბილალოვი დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ამავე წონით კატეგორიაში, დღეს ონისე სანებლიძეც ასპარეზობდა. პირველი შეხვედრა მოიგო, თუმცა, მომდევნოში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
პირველივე შეხვედრებში გამოეთიშნენ ასპარეზობას +100კგ წონით კატეგორიაში შალვა გურეშიძემ და გურამ თუშიშვილმა.
- 90კგ წონაში, პირველივე დაპირისპირება დათმო ტურნირის მასპინძელ აზერბაიჯანელ ბაქარ ერაშვილმა. მასპინძელთან მესამე შიდოთი დაათმობინეს შეხვედრა აკაკი ჯაფარიძესა (ჩვენი სუბიექტური აზრით, საკმაოდ სუბიექტური მსაჯობის მიზეზით), თუმცა, მანამდე აკაკიმ ერთი შეხვედრის მოგება მოახერხა.
+78კგ წონით კატეგორიაშიც, პირველივე შეხვედრა დათმო სოფიო სომხიშვილმაც.
შეგახსენებთ, რომ ბაქოს გრან სლემის პირველ დღეს, ბრინჯაოს მედალი ქართულ გუნდს, ეთერ ლიპარტელიანმა (-57კგ) მოუტანა.
ფოტო: IJF / ©Sabau Gabriela