შენგელიას შთამბეჭდავმა თამაშმა ვირტუსს თასზე რეჯიო ემილიასთან ვერ უშველა
შენგელიას შთამბეჭდავმა თამაშმა ვირტუსს თასზე რეჯიო ემილიასთან ვერ უშველა
17.02.2024
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" იტალიის სერია A-ს თასის გათამაშებას მოულოდნელად გამოეთიშა. მეოთხედფინალურ მატჩში ბოლონიელთა მეტოქე იყო "რეჯიო ემილია", რომელთანაც შენგელიას გუნდი დაძაბულ ბრძოლაში - 72-81 დამარცხდა. მატჩის მიწურულს ბოლონიელები 69-68 იგედნენ, თუმცა ამის შემდეგ რეჯანამ 8-ქულიანი "გაქცევა" განახორციელა, რამაც დუელის ბედი გადაწყვიტა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ბოლონიური კლუბის სასტარტო ხუთეულში იყო, მის ანგარიშზე 20 ქულა (6-დან 3 სამქულიანი), 10 მოხსნა, 2-2 პასი და ჩაჭრა და 1 დაფარებაა. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო ამერიკელი ლენგსტონ გოლოვეი იყო, NBA-ს ექსმოთამაშემ 20 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.


იტალიის თასის 1/2-ფინალში „რეჯო ემილია" „ნაპოლის" შეხვდება. მეორე წყვილი გიგა ჯანელიძის „ვენეციამ" და მილანმა" შეადგინეს.


„ვირტუსი" მომდევნო მატჩს ევროლიგაზე 29 თებერვალს „ვალენსიასთან" გამართავს. მანამდე შენგელიას საქართველოს ნაკრებში ელის ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი - 23 თებერვალს დანიასთან, 26-ში სერბეთთან.