თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გუშინ, 16 თებერვალს 5 წონით კატეგორიაში იასპარეზეს. ხალიჩაზე რობერტ დინგაშვილი (57 კგ), გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ), ავთანდილ კენჭაძე (79 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) გამოვიდნენ. აღსანიშნავია რომ ხუთივე მათგანმა მოახერხა 1/2 ფინალში გასვლა თუმცა, ამ ხუთეულიდან, ფინალში გასვლა მხოლოდ გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ხვალ, მაჭარაშვილი ზედიზედ მეორედ შეეცდება ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. ფინალურ დაპირისპირებაში ჩვენებური აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვიჩ მაგომედოვს შეხვდება.
რაც შეეხება აკაკი ქემერტელიძეს, 1/2 ფინალში ბულგარეთის სახელით მოასპარეზე რამაზან რამაზანოვის დამარცხების შემდეგ, ფინალში, სომეხ არმენ ანდრეასიანს შეხვდება.
57 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის იჭიდავებს რობერტ დინგაშვილი, რომელიც საფრანგეთის წარმომადგენელ ილმან მუხტაროვს შეხვდება.
65 კგ წონაში, გოდერძი ძებისაშვილი ასევე ბრინჯაოს მედლისთვის გერმანელ ანდრე კლარკეს შეხვდება.
კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ექნება 79 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძეს, რომლის მეტოქეც მედლისთვის „დუელში" ბერძენ მეტოქეს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთში, 12-18 თებერვალს, ვროპის 2024 წლის ჩემპიონატი ტარდება თავისუფალ ჭიდაობაში. საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები ბუქარესტში შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს:
57 კგ - რობერტ დინგაშვილი
61 კგ - შოთა ფარტენაძე
65 კგ - გოდერძი ძებისაშვილი
70 კგ - აკაკი ქემერტელიძე
74 კგ - გიორგი გოგრიჭიანი
79 კგ - ავთანდილ კენჭაძე
86 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე
92 კგ - მირიან მაისურაძე
97 კგ - გივი მაჭარაშვილი
125 კგ - გენო პეტრიაშვილ
ფოტო: საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია