ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა
17.02.2024
ავტორი: TSFF.GE

ქართული სპორტული საზოგადოება ლევან თედიაშვილის გარდაცვალებას გლოვობს.

თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ხუთგზისა და ევროპის სამგზის  ჩემპიონი, ლეგენდარული ფალავანი  ლევან თედიაშვილი დღეს, 17 თებერვალს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ჩვენი გვერდი უსამძიმრებს ქართული ლეგენდის ოჯახს და სრულიად ქართულ სპორტულ საზოგადოებას.


მომავალი თაობისთვის! 


ლევან თედიაშვილი დაიბადა 1948 წლის 3 მარტს, საგარეჯოში. ის ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა, მათ შორის 82 და 90 კგ წონებში ოლიმპიური თამაშები და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100 კგ წონით კატეგორიაში კი, ევროპის ჩემპიონის ტიტული.


ოლიმპიური თამაშები

1972 წელი, მიუნჰენი  / -82 კგ ოქრო     

1976 წელი, მონრეალი / -90 კგ ოქრო


მსოფლიო ჩემპიონატი

1971 წელი, სოფია / -82 კგ, ოქრო

1973 წელი, თეირანი /  -90 კგ, ოქრო

1974 წელი, სტამბოლი / -90 კგ,  ოქრო

1975 წელი, მინსკი / -90 კგ, ოქრო

1978 წელი, მეხიკო / -100 კგ, ვერცხლი


ევროპის ჩემპიონატი

1974 წელი, მადრიდი / -90 კგ, ოქრო

1976 წელი / ლენინგრადი  / -90 კგ, ოქრო

1978 წელი, სოფია / -100 კგ, ოქრო


სამბო

1973 წელი, თეირანი / მსოფლიო ჩემპიონატი / -90 კგ, ოქრო


სხვა რეგალიები: მსოფლიოს თასის მფლობელი (1973), სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი (1971) , სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 1974). სსრკ წლის საუკეთესო სპორტსმენი (1973). XX საუკუნის საქართველოს  საუკეთესო სპორტსმენი (ბრინჯაოს პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი.


ხალიჩის მიღმა - ლევან თედიაშვილმა, გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია" ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.



ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი