საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2024 წელს, ორი ამხანაგური შეხვედრით იწყებს. 25 და 28 თებერვალს, ჩვენი ეროვნული ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაშები, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
ირის ანტმანის გუნდი, 16 თებერვლიდან სანაკრებო თამაშების წინ, ოფიციალურად შეკრებაზე „შევიდა". ქართველ ქალთა მთავარმა მწვრთნელმა პირველი ამხანაგური მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის:
მეკარეები: ეკა თაბაგარი („ლანჩხუთი"), თათია გაბუნია („კვარტალი", თბილისი), სვეტლანა გაბელაია („კოლხეთი", ხობი); დაცვა: მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი"), სოფიკო ნარსია („ლანჩხუთი"), სალომე გასვიანი („კვარტალი", თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი („სამეგრელო", ჩხოროწყუ), ნათელა წოწერია („კვარტალი", თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი", საქართველო), ელენე ენჯიბაძე („სამეგრელო", ჩხოროწყუ), თამარ ტატუაშვილი („თრაბზონსფორი", თურქეთი); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი („კვარტალი", თბილისი), ნინო ბუხრიკიძე („სამეგრელო", ჩხოროწყუ), თინათინ ამბალია („ლანჩხუთი"), თეონა ბაქრაძე („თრაბზონსფორი", თურქეთი), ტატიანა მატვეევა („ასია სფორთ", თურქეთი), ანა პავლიაშვილი („სამეგრელო", ჩხოროწყუ), სალომი დიმოპულო („კვარტალი', თბილისი), ანასტასია ბოლქვაძე („კვარტალი", თბილისი), ლიზი მწყერაშვილი („სამეგრელო", ჩხოროწყუ), მაიკო ბებია („სამეგრელო", ჩხოროწყუ), ნათია დანელია („კვარტალი", თბილისი), ანა ჩემინავა („თრაბზონსფორი", თურქეთი).