სოფიაში მორიგი საშეჯიბრო დღეს მედლები 73 კგ-ში გათამაშდა
სოფიაში მორიგი საშეჯიბრო დღეს მედლები 73 კგ-ში გათამაშდა
16.02.2024
ავტორი: TSFF.GE


ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ამ დღეს, კიდევ ერთ წონაში გათამაშდა მედლების კომპლექტი. 73კგ წონით კატეგორიაში, არჩილ მალაყმაძემ იასპარეზა. ქართველი ძალოსანი კონტინენტის პირველობის ფიცარნაგზე B ჯგუფში გამოვიდა, სადაც ატაცში თავი 141 / 146 კილოგრამს გაართვა და ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა.


მალაყმაძემ, აკვრაში 163 / 168 კგ. დაძლია   და მე-3 ადგილზე გავიდა. საბოლოოდ, ორჭიდში ჯამში, არჩილმა 314 კილოგრამით მეოთხე ადგილზე მოახერხა გასვლა.


შეგახსენებთ, რომ სოფიაში მიმდინარე ევროპის პირველობაზე, პარიზის  2024 წლის ოლიმპიური თამაშებს სალიცენზიო ქულები თამაშდება.  


ქართველი ძალოსნები პარიზისკენ მიმავალი გზის საგზურისთვის ასპარეზობას 18 თებერვლიდან განაახლებენ. განახლებული გრაფიკით ჩვენებს, შემდეგი თანმიმდევრობით მოუწევთ გამოსვლა:


18 თებერვალი / 22:00 სთ ზურაბ მსხალაძე - 96 კგ.

19 თებერვალი  / 16:00 სთ ირაკლი ჩხეიძე - 102 კგ.

19 თებერვალი  / 19:00 სთ ზაზა ლომთაძე - 109 კგ.

19 თებერვალი / 22:00 სთ მარიამ მურღვლიანი - 87 კგ.

20 თებერვალი / 15:00 სთ ანასტასია გოტფრიდი +87 კგ.

20 თებერვალი / 18:00 სთ ლაშა ტალახაძე , ბაქარ თურმანიძე +109 კგ.



ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია