გადახალისებული შემადგენლობით, კონკრეტული გეგმით და ახალგაზრდებზე აქცენტებით, ეროვნული ნაკრები ოფიციალური თამაშებისთვის ემზადება
გადახალისებული შემადგენლობით, კონკრეტული გეგმით და ახალგაზრდებზე აქცენტებით, ეროვნული ნაკრები ოფიციალური თამაშებისთვის ემზადება
15.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები გაფართოებული და არა სრული შემადგენლობით, ევრობაკსეტი 2025-სთვის უკვე, მესამე დღეა ახალი მწვრთნელის ალეკსანდერ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ემზადება. სამწუხაროდ, სადებიუტო შეკრება ქართულმა გუნდმა, ისე ვერ დაიწყო, როგორც თუნდაც ჯიკიჩს უნდოდა - გუნდში არიან ტრავმირებულები, ჯერ-ჯერობით საწვრთნელ პროცესში არ არიან ჩართულნი ლეგიონერები, თუმცა, სერბი მუშაობას შეუდგა და როგორც ჩანს, ვარდისფერი სათვალეების მორგებას და ამ ფორმით მასების სიამოვნებას არ გეგმავს.  გამომდინარე იქიდან, რომ სერბი არ მალავს მომავალში სანაკრებო ცვლილებებს და სწორებასაც დიდი ალბათობით, ახალგაზრდებზე გააკეთებს, გეტყვით რომ ეროვნულის საწვრთნელ შეკრებაში, რომელსაც ჩვენი გუნდი, თბილისის ოლიმპიურ სოფელში მდებარე ვიქტორ სანიკიძის აკადემიაში გადის 15 წლის მათე ხატიაშვილი, 16 წლის ავთო ბახტაძე და 19-19 წლის ლუკა ალავიძე და გუგა ნაცვლიშვილიც (საზღვარგარეთის კლუბებში თამაშობენ) გადიან.




ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გუნდს ამ ეტაპისთვის ევრობაკსეტი 2025-ის ფინალურ ეტაპზე დაუსახა მიზნად. მითუმეტეს, რომ  თებერვლის ბოლოს, აღნიშნული შესარჩევი ციკლის პირველი „ფანჯარა" უკვე მოახლოებულია.


„დანიის ნაკრების თამაშის წინ, ვფიქრობ იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ დაგვაკლდება რამდენიმე მოთამაშე. ჩვენ ვერ ვითამაშებთ საუკეთესო შემადგენლობით, იმ შემადგენლობით, რასაც მოელიან. ეს ნათელია. თუმცა, ეს ჩვენი მზადებას და მცდელობებს არ ცვლის, რა ვაკონტროლოთ და რაზე ვიდარდოთ. დანიის წინააღმდეგ მინდა, ჩემი ბიჭები თამაშზე დიდი მოტივაციით გავიდნენ, იაქტიურონ და მიაღწიონ წარმატებას. დანიას, ჩვენზე ცუდი შემადგენლობა არ უნდა ჰყავდეს. როდესაც გადავხედეთ მათ გუნდს და ვნახეთ, რომელი გუნდებიდან ჰყავთ მოთამაშეები, უკვე ბევრის მეტყველია. ვერ ვიტყვი ვინ ითამაშებს კონკრეტულად და როგორ, რადგან ჩემთვის პრიორიტეტი საქართველოს ნაკრებია", - აღნიშნა ჯიკიჩმა გუშინ, „თბილისი მერიოტში" გამართული შეხვედრისას.




დანიის ნაკრებს, ჩვენი გუნდი 23 თებერვალს, კოპენჰაგენიდან 40 კმ-ის დაშორებით მდებარე პატარა ქალაქ ნესტვედში, თბილისის დროით 21:00 გამართავს. ამის შემდეგ, გუნდი საქართველოში დაბრუნდება და სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ დაიწყებს მზადებას.


„იმავეს მიღწევას ვეცდებით სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. სერბეთი, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ამას გარდა, ფიბა-სა და ევროლიგის შეთანხმების შემდეგ სერბებს სარგებელი და უპირატესობა აქვთ, მათ ევროლიგაში მოთამაშე კალათბურთელების დამატება შეუძლიათ. თუმცა, იგივე შემიძლია ვთქვა დანიაზე. მარტივად რომ ავხსნა, ჩვენი გუნდი თოკოსთან და თოკოს გარეშე, სრულიად სხვადასხვაა..." - ამბობს ჯიკიჩი.


საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ალეკსანდარ ჯიკიჩმა თებერვლის სანაკრებო მატჩებისთვის, გაფართოებულ შემადგენლობაში 22 კანდიდატს უხმო, საიდანაც მოახლოებული მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს. ქართული ლეგიონიდან, თბილისში მხოლოდ რატი ანდრონიკაშვილი და დუდა სანაძე იმყოფებიან, რომლებიც ჯერ კიდევ სარეაბილიტაციო სტადიაში არიან და შესაბამისად, მინიმუმ დანიასთან შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარებიან.


ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, თორნიკე შენგელიას და გიორგი შერმადინი, თასის გათამაშებაში მონაწილეობენ, შესაბამისად, მათი თბილისში ჩამოსვლა, ამ სათასო შეხვედრების შედეგებზეა დამოკიდებული. ყველა ვარიანტში თოკოს და შერმოც, დანიაში ჩავლენ და გუნდთან ერთად იქნებიან. ისევე, როგორც ბექა ბურჯანაძე, „ლეიმა კორუნას" წევრი, რომელიც ჯიკიჩის გუნდს დანიაში შეუერთდება. 17 თებერვალს თბილისში იქნება და ორი დღის მანძილზე „აკლიმატიზაცია", ადაპტაციის ეტაპს გაივლის ახალი ნატურალიზებული ჯო ტომასონის. 


ევრობასკეტი 2025-ის პირველი შეხვედრის გასამართად, საქართველოს ნაკრები დანიაში 20 თებერვალს გაემგზავრება.



ფოტო: © საქართველოს კალათბურთის ფედერაცია