მხოლოდ მე-9 შედეგი ძალოსანთა ევროს მეორე საასპარეზო დღეს
15.02.2024
ავტორი: TSFF.GE
ბულგარეთში გრძელდება ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელზეც საჩემპიონო მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებს სალიცენზიო ქულებიც თამაშდება. დღეს, ქართული გუნდიდან სოფიის ფიცარნაგზე ერთმა იასპარეზა. 67კგ წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძემ ორჭიდის ჯამში 289 კგ დააგროვა და მე-9 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.
ატაცში, ქართველმა ძალოსანმა მხოლოდ ერთი მცდელობა გააცუდა. დაძლია 128 / 132 კგ და მე-9 ადგილზე გავიდა. სტაბილურად, მე-9 ადგილზე აღმოჩნდა აკვრის შემდეგ ჩხეიძე. ქართველმა პირველ მისვლაზე 157 კგ დაძლია, თუმცა მომდევნო ორი მისვლაზე წონას ვერ გაართვა თავი.
15 თებერვალს, 14:00 საათიდან ასპარეზობას 73კგ წონით კატეგორიაში არჩილ მალაყმაძე შეუდგება.
ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია