გელა ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
გელა ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
14.02.2024
ავტორი: TSFF.GE


82 კგ წონით კატეგორიაში გელა ბოლქვაძის მიერ მოგებული ბრინჯაოს მედალი, ბოლო გამოდგა, რომელიც ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა რუმინეთში მოიპოვეს.


გადამწყვეტ შეხვედრაში ბოლქვაძე ბულგარელ აიკ მნაცაკანიანს შეხვდა და აშკარა უპირატესობით (9-0) დაამარცხა. ალბათ, ტურნირზე ასპარეზობისას ქართველს ერთადერთი შეხვედრა რომ არ წაეგო, ბრინჯაოს ნაცვლად, ბოლქვაძე ოქროსთვის იჭიდავებდა. სხვათა შორის, ბოლქვაძემ, რეპეშაჟის საგზური, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, აზერბაიჯანელი რაფიგ ჰუსეინოვის აშკარა უპირატესობით (9-0) დამარცხების შემდეგ მოიპოვა.


შეგახსენებთ, რომ გუშინდელი დღის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის მედლების მოგების შანსი გიორგი ჩხიკვაძე და გელა ბოლქვაძე შეინარჩუნეს, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის რეპეშაჟში გადაინაცვლეს. სამწუხაროდ, 72კგ წონით კატეგორიაში, ჩხიკვაძე, ფრანგ მეტოქესთან, მამადასსა სილასთან 4-0 დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.


რამდენიმე დღეში, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.



ფოტო: ჭიდაობის ფედერაციის