ტალახაძე საუკეთესოდ ევროპის ჩემპიონატის წინ დაასახელეს
ტალახაძე საუკეთესოდ ევროპის ჩემპიონატის წინ დაასახელეს
13.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„მადლობა ყველას, შევხდებით პარიზში",  - ასე მიმართა ლაშა ტალახაძემ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას, რაც მორიგი ჯილდო ჩაიბარა.


ლაშა ტალახაძე 2023 წლის კონტინენტის საუკეთესო ძალოსანია. ყველაზე ძლიერი ქართველი, ევროპის ფედერაციამ კონტინენტის საუკეთესო სპორტსმენად, სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დაასახელა. ტალახაძეს ჯილდო, ბულგარეთში, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გადასცეს.


ევროპის ჩემპიონატი კი, 13-დან 20 თებერვლის ჩათვლით სოფიაში ჩატარდება. საერთო ჯამში ქართული გუნდი 10 წონით კატეგორიაში 12 ძალოსნით შეუტევს მედლებს, რომელთა შორის ანასტასია გოტფრიდის გარდა კიდევ ერთი გოგონა, მარიამ მუღვლიანი იქნება.


წონითი კატეგორიებისა და საასპარეზო დღეების მიხედვით, ჩვენი დელეგაციის წევრთა განრიგი ასე გამოიყურება:


13 თებერვალი  / 16:00 სთ რამინ შამილიშვილი / გოდერძი ბერდელიძე -55 კგ.

13 თებერვალი  / 22:00 სთ შოთა მიშველიძე - 61 კგ. 

14 თებერვალი  / 22:00 სთ გოგა ჩხეიძე - 67 კგ.

15 თებერვალი  / 14:00 სთ არჩილ მალაყმაძე - 73 კგ.

18 თებერვალი  /  22:00 სთ ზურაბ მსხალაძე - 96 კგ.

19 თებერვალი  / 16:00 სთ ირაკლი ჩხეიძე - 102 კგ.

19 თებერვალი  / 19:00 სთ ზაზა ლომთაძე - 109 კგ.

19 თებერვალი / 22:00 სთ მარიამ მურღვლიანი - 87 კგ.

20 თებერვალი  / 15:00 სთ ანასტასია გოტფრიდი +87 კგ.

20 თებერვალი  / 18:00 სთ ლაშა ტალახაძე / ბაქარ თურმანიძე +109 კგ.


აქვე გეტყვით, რომ ტურნირის მთავარი ექიმი, ჩვენი ზურაბ კახაბრიშვილია.


ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის