გუშინ, თბილისში დასრულებული ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის ეტაპის დასრულების შემდეგ, სანდრო ბაზაძემ, TSFF.Ge-სთან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2024 წელს მისი მთავარი სამიზნე ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა და გამარჯვებაა. ამასთან ქარული გუნდისა და მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა ისიც აღნიშნა, რომ იმ მოცემულობიდან, „საიდანაც მოუხდა ამოსვლა", თბილისში მოპოვებული ბრინჯაო, არც თუ ურიგო შედეგია.
თბილისის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, FIE-მ 9 თებერვლის მონაცემებით განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. 260.000 ქულით, სანდრო ბაზაძე, FIE-ს ხმლით მოფარიკავეთა რეიტინგში კვლავ ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონსა და თბილისში დასრულებული მსოფლიო თასის გამარჯვებულ უნგრელ არონ სილაგისს 66.000 ქულით უსწრებს.
ამავე რეიტინგში ქართველთაგან, ასეულში 65-ე ადგილზეა ბექა ბაზაძე, რომელსაც 26.500 სარეიტინგო ქულა აქვს. 140-ე ადგილზეა 8.250 ქულით ვახტანგ არჩვაძე, 194-ზე 5.000 ქულით გოგა კაკაურიძე. ლაშა კუჭუხიძე, რომელიც გუშინ საქართველოს სახელით გუნდურ შეჯიბრში ასპარეზობდა, მსოფლიო რეიტინგში, 2.000 ქულით მხოლოდ, 265-ე ადგილზეა.
FIE-ს სრული რეიტინგი