დღეს, თბილისში, სპორტის სასახლეში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც 22 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები სანდრო ბაზაძის, ვახტანგ არჩვაძის, ლაშა კუჭუხიძის, ვახტანგ არჩვაძის შემადგენლობით პირველ შეხვედრაში ჰონ კონგის ნაკრებს 45-36 სძლია და T16-ში ეტაპის ჩემპიონთან სამხრეთ კორეასთან 38-45 დამარცხდა.
შესაბამისად ქართული გუნდი მე-9-16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო. 45-39 ანგარიშით დამარცხდა საქართველოს გუნდი იაპონელებთანაც მომდევნო შეხვედრაში. შესაბამისად, ბრძოლა უკვე მე-13-16 ადგილებისთვის გააგრძელა ასპარეზობა. აქ, ჩვენები უკრაინელებს შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 45-43 დამარცხდნენ. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და 45-40 დაამარცხა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა მე-15 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.
მესამე ადგილისთვის აშშ ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდა და 45-32 დაამარცხა. ფინალში კი, ერთმანეთს სამხრეთ კორეისა და უნგრეთის ნაკრებები შეხვდნენ. საკმაოდ საინტერესო და დაძაბულ დაპირისპირებაში კორეელები დაწინაურდნენ, თუმცა, უნგრელებმა ანგარიშის გათანაბრება და დაწინაურებაც მოახერხეს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ტურნირის მომავალმა გამარჯვებულებმა კვლავ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, 44-44. შესაბამისად, გამარჯვებული ბოლო ჩხვლეტამ გამოავლინა - აქ, კორეელები უფრო მოხერხებულები გამოდგნენ და ეტაპის გუნდური გამარჯვებულები გახდნენ.
გუნდური ასპარეზობის ფოტო-ამბავი