ესპანეთის 22-ე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელთა გუნდები ხვდებოდნენ. სარაგსაში, რომელშიც რატი ანდრონიკაშვილი და ბოლო წლებში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, თად მაკფადენი თამაშობს, გიორგი შერმადინის ტენერიფეს მასპინძლობდა. ანდრონიკაშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია, შერმადინი და მაკფადენი კი ერთი-ერთი მთავარი მოქმედი პირნი იყვნენ მოედანზე.
გიორგი შერმადინმა სასტარო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 30:40 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა და 3 დაფარება დაუგროვდა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. თად მაკფადენმა 2-დან 2 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო მიითვალა. მის ანგარიშზე 19 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი დაგროვდა.
ტენერიფეს ურუგვაელმა ბრუნო ფიტიპალდომ (26 ქულა) და ამერიკელმა კაილ გაიმ (19 ქულა) ულიდერეს. ტენერიფემ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. შერმადინის გუნდს 13 მოგება და 9 მარცხი დაუგროვდა, გიორგის გუნდი 26 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში გრანადას შეხვდება.
ვიდეო-კადრები მატჩიდან