ბოლონიაში ერთმანეთს თორნიკე შენგელია და მანუჩარ მარკოიშვილი შეხვდნენ. ევროლიგის 26-ე ტურში ვირტუსმა ბოლონიაში მონაკოს უმასპინძლა და მოგეხსენებათ, იტალიური კლუბის ლიდერი შენგელიაა, ხოლო მონაკოს ასისტენტი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილი.
მატჩი დაძაბული გამოდგა და სტუმრების 3-ქულიანი გამარჯვებით 81-78 დასრულდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 26:40 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულას, 2 მოხსნასა და 4 პასს მოუყარა თავი. თორნიკემ 4-დან 3 ორქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიამ სამი სამქულიანიც ისროლა, თუმცა ვერცერთი ვერ ჩააგდო. ვირტუსს 21 ქულით მარკო ბელინელიმ ულიდერა, ხოლო მონაკოს მხრიდან ჯორდან ლოიდმა 24 ქულა ჩააგდო.
ვირტუსი 16 მოგებითა და 10 მარცხით მე-5 ადგილამდე დაქვეითდა. შენგელია მომდევნო ტურში ვალენსიას დაუპირისპირდება. მატჩი 29 თებერვალს გაიმართება.
ფოტო: (c) Virtus Segafredo Bologna