ერთა ლიგაზე ეროვნული კალენდარი ცნობილია
ერთა ლიგაზე ეროვნული კალენდარი ცნობილია
09.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშების კალენდარი ცნობილია. უეფა-ს ერთა ლიგის რიგით მეოთხე გათამაშებას, სადებიუტო B დივიზიონში, საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს საშინაო თამაშით დაიწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლებს, რამდენიმე დღეში, 10 სექტემბერს კი, მეორე მატჩს ალბანეთში გამართავს.

პირველ შეხვედრას გასვლაზე ჩაატარებს ჩვენი ნაკრები უკრაინის წინააღმდეგაც, ოქტომბერში. ამავე ფანჯარაში სახლში უმასპინძლებს ალბანეთს.


ნოემბრის ფანჯარაში კი, პირველ შეხვედრას სახლში უკრაინის წინააღმდეგ, ბოლო ჯგუფურ შეხვედრას კი ჩეხეთში ჩაატარებს.


7.09  / საქართველო  - ჩეხეთი

10.09 / ალბანეთი - საქართველო

11.10 / უკრაინა - საქართველო

14.10 / საქართველო  - ალბანეთი

16.11 / საქართველო - უკრაინა

19.11 / ჩეხეთი - საქართველო


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 თებერვალს, პარიზში, ერთა ლიგის 2023-2024 წლების გათამაშების წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები, რომელიც C დივიზიონიდან B დივიზიონში დაწინაურდა,  ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად,  B1 ჯგუფში მოხვდა.