საქართველოს თასის 1/4 ფინალებში პირველი რაუნდი შემდეგ „ქუთაისი“ „ბათუმი“, გაუ და „გურჯაანი“ დაწინაურდნენ
08.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
6 და7 თებერვალს, თბილისში, გორსა და ტყიბულში საქართველოს საკალათბურთო თასის 1/4 ფინალური შეხვედრები გაიმართა. „ქუთაისმა", „ბათუმმა" და „გურჯაანმა" გასვლით შეხვედრებში მოახერხეს გამარჯვება და ერთის შეხედვით საპასუხო მატჩებამდე, რომელიც მარტის დასაწყისში გაიმართება, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთი ნაბიჯით წაიწიეს.
„ორბი" - „ქუთაისი" 70-76
„მარგვეთი" - „ბათუმი" 81-88
გაუ -თსუ 95-91
„ივერიონი" - „გურჯაანი" 73-79
საპასუხო მატჩები სანაკრებო პაუზის შემდეგ, მარტში თბილისში, ბათუმში, გურჯაანსა და ქუთაისში გაიმართება.
5.03 / 19:00 თსუ - გაუ
5.03 / 19:00 „ბათუმი" - „მარგვეთი"
6.03 / 18:00 „გურჯაანი" - „ივერიონი"
6.03 / 19:00 „ქუთაისი" - „ორბი"
ფოტო: კალათბურთის ფედერაცია