ქართული გუნდი ტაივანში, მსოფლიოს იუნიორთა ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას
ქართული გუნდი ტაივანში, მსოფლიოს იუნიორთა ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას
09.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

28 თებერვლიდან 3 მარტის  ჩათვლით ტაივანში იუნიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება ფიგურულ ციგურაობაში. ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად,  ტაიბეიში საქართველო ფიგურული ციგურაობის ოთხივე სახეობაში იქნება წარმოდგენილი.  გაიმართება  მსოფლიო  ჩემპიონატი იუნიორთა  შორის  ფიგურულ  ციგურაობაში. 

სპორტული წყვილებში, ანასტასია  მეტელკინასა და ლუკა  ბერულავას წყვილი შეეცდება მორიგი ტიტულის მოგებას. სპორტულ ცეკვებში, მარიია ალიევა და ეჰორ  ბარშაკი იასპარეზებენ. თითო წარმომადგენელი გვეყოლება ერთეულთა თანრიგში როგორც ქალებს, ასევე ვაჟებს შორისაც. აქ, გამარჯვებას ინგა გურგენიძე და კონსტანტინე  სუპატაშვილი შეეცდებიან.


ქართველ სპორტსმენთა  გამოსვლების განრიგი მითითებული ბმულზე განთავსდება. ოფიციალურად ჩემპიონატი 28 თებერვალს გაიხსნება, გალა კონცერტი კი, 3 მარტს, ადგილობრივი დროით 15:00 საათიდან დაიწყება.