ერთა ლიგის მე-4 სეზონზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილია
ერთა ლიგის მე-4 სეზონზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილია
08.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, პარიზში  ერთა ლიგის 2024-25 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა. საქართველო ეროვნული ნაკრები, რომელიც C-დან B დივიზიონში დაწინაურდა, მეოთხე კალათში მოხვდა საბერძნეთის, თურქეთისა და ყაზახეთის ნაკრებებთან ერთად. შესაბამისად, წილისყრის შემდეგ, ჩვენ დანარჩენ 3 კალათაში მოხვედრილი გუნდებიდან შეგხვდა თითო - პირველი კალათიდან ჩეხეთი, მეორედან უკრაინა და მესამედან ალბანეთი.

ისევე, როგორც წინა გათამაშებაზე, ამჯერადაც თითოეული გუნდს ექვსი მატჩის ჩატარება მოუწევს, 3 სახლში და 3 გასვლაზე. კონკრეტული დღეები, თუ როდის ითამაშებენ გუნდები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, უეფა-ს ერთა ლიგის 2024-25 სეზონის სათამაშო დღეებისთვის განკუთვნილ განრიგი აქვეყნებს:


  • მატჩის დღე 1: 5-7 სექტემბერი 2024
  • მატჩის დღე 2: 8-10 სექტემბერი 2024
  • მატჩის დღე 3: 10-12 ოქტომბერი 2024
  • მატჩის დღე 4: 13-15 ოქტომბერი 2024
  • მატჩის დღე 5: 14-16 ნოემბერი 2024
  • მატჩის დღე 6: 17-19 ნოემბერი 2024
  • ფლეი-ოფის წილისყრა 2024 წლის ნოემბერი
  • ფლეი-ოფი: 2025 წლის 20-25 მარტი
  • A დივიზიონის მეოთხედფინალები, 2025 წლის 20-25 მარტი
  • ფინალური ტურნირი 2025 წლის 4-8 ივნისი


თუმცა, მომავალ გათამაშებაში არის ერთი საინტერესო სიახლე. იმას გარდა, რომ ოთხი საუკეთესო გუნდი მუნდიალზე გავა, სხვა დივიზიონებში დაწინაურება პირველ ადგილზე გასული გუნდების გარდა მეორე ადგილოსნებსაც შეეძლებათ, ამისთვის მათ ზედა ლიგის მესამე ადგილოსანთან მოუწევთ ფლეი-ოფის თამაში.


საბოლოოდ, B დივიზიონი წილისყრის შემდეგ, ასე გადანაწილდა:


1 ჯგუფი: ჩეხეთი, უკრაინა, ალბანეთი, საქართველო

2 ჯგუფი: ინგლისი, ფინეთი, ირლანდია, საბერძნეთი

3 ჯგუფი: ავსტრია, ნორვეგია, სლოვენია, ყაზახეთი

4 ჯგუფი: უელსი, ისლანდია, მონტენეგრო, თურქეთი