ქართველმა მხატვრულმა მოცურავეებმა დოჰაში გამოსვლა დაასრულეს
ქართველმა მხატვრულმა მოცურავეებმა დოჰაში გამოსვლა დაასრულეს
08.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საწყლოსნო სახეობებში მედლები კიდევ ერთი კომპლექტი გათამაშდა, მხატვრულ ცურვაში ქალთა შორის. თუმცა, წყვილებში, თავისუფალ პროგრამაში ჩვენ გოგონებს ფინალში არ უასპარეზიათ.

17 წლის მარი ალავიძე და 14 წლის ნატა ნათობიძემ საკვალიფიკაციო ასპარეზობისას მესამე ნომრად გამოვიდნენ და 176.8650 ქულით, 44 მონაწილეს შორის 33 ადგილი დაიკავეს. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული კი, ჩინელი ტყუპი დების ვანგების დუეტმა მოიგო, რომლებმაც გამოცდილების ხარჯზე (27 წლის), ლიდერობა პირველივე დღეს ჩაიგდეს ხელს და საბოლოოდ, მეორე ადვილზე გასულ დუტეს, 6.4883 ქულით გაუსწრეს.


შეგახსენებთ, რომ საწყლოსნო სახეობების მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო 4 მხატვრული მოცურავით იყო წარმოდგენილი. ჩვენები, საერთო ჯამში 4 დისციპლინაში წარდგა, რომელთაგან ყველაზე წარმატებული მარი ალავიძე იყო, რომელმაც, ქალთა შორის სოლო ტექნიკურ პროგრამაში მე-8 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.


შეგახსენებთ, რომ  დოჰაში მიმდინარე 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საწყლოსნო სახეობებში 201 ქვეყნის 2600-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობს. საერთო ჯამში, სპორტის ექვს სახეობაში მედლების 75 კომპლექტი გათამაშდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსოფლიო ჩემპიონატს, ის გარემოებაც ხდის საინტერესოს, რომ ბოლო ყველაზე მსხვილი და ამასთან, სალიცენზიო ტურნირია პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე.