დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საწყლოსნო სახეობებში დღეს, მედლების კიდევ ერთი კომპლექტი გათამაშდა. მხატვრულ ცურვაში, საქართველოს 17 წლის წარმომადგენელმა მარი ალავიძემ, სოლო პროგრამის ფინალში მე-12 შედეგით დაასრულა გამოსვლა.
საკვალიფიკაციო გამოსვლების შემდეგ, ქართველმა, 31 მონაწილეს შორის 219.2188 ქულით, მე-6 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი, ჯერ-ჯერობით საუკეთესოა ალავიძის კარიერაში. დღევანდელ გამოსვლაში კი, ფინალური ეტაპის მონაწილეთა შორის ყველაზე ახლაგაზრდა სპორტსმენმა 185.7250 ქულა დააგროვა.
დოჰაში, ქართველებს კიდევ ერთი სტარტი რჩებათ. ხვალ, 7 თებერვალს, საქართველოს წარმომადგენლები კიდევ ერთ დისციპლინაში, წყვილებს შორის თავისუფალ პროგრამაში, მესამე ნომრად იასპარეზებს, მარი ალავიძისა და თეკლა გოგილიძის (14 წლის) წყვილი.
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სახეობების ფედერაცია