ტრადიციულად, პარიზის გრან სლემის ბოლო დღეს, IJF-მა განვლილი წელი შეაჯამა და 2023 წლის საუკეთესოები დაასახელა. თუმცა, მანამდე თითქმის ერთი თვე ძიუდოს ქომაგებს, 8 სხვადასხვა ნომინაციაში, საკუთარი რჩეულებისთვის ყოველდღიურად, 24 საათში ერთხელ შეეძლოთ ხმის მიცემა.
გამოკითხვის შედეგად, ტატო გრიგალაშვილი კიდევ ერთხელ გახდა IJF-ის ვერსიით წლის საუკეთესო მამაკაცი ჯუდოკა.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2023 წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტის ნომინაციაში ერთდროულად ორი ქართველი ჯუდოკა ტატო გრიგალაშვილი (-81კგ) და ლუკა მაისურაძე (-90კგ) იყვნენ დასახელებულნი.
2023 წლის სამწვრთნელო მიღწევისთვის ნომინანტთა შორის იყო საქართველოს მწვრთნელთა გუნდი, რომლებმაც 2023 წელს -90 კგ-მდე წონაში ფინალები, „ქვეყნის ჩემპიონატად" გადააქციეს და მსოფლიოსა და მასტერსის 3 ფინალში ორ-ორი წარმომადგენლით გავიდნენ, რითაც საერთაშორისო შეჯიბრების ფინალები, შიდა ჩემპიონატებად აქციეს.
ფოტო: © IJF