მარი ალავიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე სოლო ტექნიკურში მერვე ადგილით დაასრულა ასპარეზობა
მარი ალავიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე სოლო ტექნიკურში მერვე ადგილით დაასრულა ასპარეზობა
03.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დოჰაში მიმდინარე საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს მხატვრულ ცურვაში მედლების ერთი კომპლექტი გათამაშდა. ქალთა შორის სოლო ტექნიკურ პროგრამაში მე-8 ადგილით დაასრულა ასპარეზობა 17 წლის მარი ალავიძემ.


ქართველმა, ერთი დღით ადრე, საკვალიფიკაციო ეტაპზე 28 მონაწილეს შორის 233.5017 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა, მოხვდა 12 საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენს შორის და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.


ფინალურ ეტაპზე გასულმა ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ, საბოლოოდ 216.7634 ქულის დაგროვება მოახერხა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მე-8 ადგილს დასჯერდა. ნაჩვენები შედეგით მარიმ, მსოფლიო ჩემპიონთან 29 წლის გამოცდილ ბერძენ ევანგელია პლატანიოტისთან (272.9633) მხოლოდ 56.1999 ქულა წააგო, რასაც ჩვენი გვერდი სუბიექტურად ბერძენის გამოცდილებას მიაწერს. ალავიძის საერთაშორისო ტურნირებზე, სენიორთა კატეგორიაში მონაწილეობით კი, სტაბილურობა და მაღალი შედეგები აუცილებლად, დადგება.


ხვალ, ალავიძე, თავისუფალ პროგრამაში დაიწყებს ასპარეზობას.


გუშინ, დოჰაში, ასპარეზობა დაიწყეს წყვილებმაც ტექნიკურ პროგრამაში. თუმცა, ქართულმა წყვილმა, 17 წლის ანი ყიფიანისა და 14 წლის ნიტა ნათობაძის შემადგენლობით, ამ ჯერზე, მხოლოდ 176.8650 ქულა დააგროვა და 43 მონაწილეს შორის ასპარეზობა 33-ე ადგილით დაასრულა. სხვათა შორის, ჩვენი გოგონების წყვილი ყველაზე პატარა იყო ასაკით, შესაბამისად, ალავიძის მსგავსად, მათი მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ჯერ-ჯერობით მხოლოდ, გამოცდილების მისაღებად აღვიქვამთ და კარგ გაკვეთილად, რომელიც სამომავლოდ შედეგში უნდა გადაიზარდოს.



ფოტო: © ASSOCIATED PRESS