ოფიციალურად, „ჩაკვე“ უოტფორდელია!
ოფიციალურად, „ჩაკვე“ უოტფორდელია!
02.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„უოტფორდმა",  „გენტიდან" 2023 წლის აგვისტოში იჯარით წამოყვანილი გიორგი ჩაკვეტაძე ოფიციალურად გამოისყიდა. ამის თაობაზე, ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს.


24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა, რომელმაც „უოტფორდში" გამოჩენის დღიდან 26 შეხვედრა ჩაატარა, პირველი გოლი კი, „ბრისტოლ სითის" კარში გაიტანა. „ჩაკვეს" მოკლე პროფესიული კარიერის წარდგენისას, კლუბის ვებ-გვერდი ხაზს უსვამს, რომ გიორგის რეგულარულად უძახიან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და იმასაც ამბობენ, რომ საფეხბურთო კარიერა საკუთარ ქვეყანაში, „დინამო თბილისში" დაიწყო.


რა კარგია, რომ შენ უკვე ჩვენი ხარ გიორგი! - ასე ასრულებს კლუბი „ჩაკვეს" წარდგენას, რომელიც გიორგი ინტერვიუდან როგორც ჩანს, ქართველსაც საკმაოდ მოსწონს და უყვარს.




„ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ამ შემოთავაზებას მოვაწერე ხელი. შევეჩვიე აქაურობს, თანაგუნდელებს, სტაფს და შესანიშნავ გულშემატკივრებს. მოხარული ვარ, რომ „უოტფორდის" ნაწილი ვარ. აქ, ყველაფერი მომწონს, საქმისადმი მიდგომა და პროფესიონალიზმი, მათ შორის სავარჯიშო გარემო რომელიც გაზრდასა და ფეხბურთისგან სიამოვნების მიღებაში გეხმარება.


ქვეყნების შეცვლა არაა კომფორტული, მაგრამ აქ ყველაფერს ადვილად შევეგუე და თავს კარგად ვგრძნობ. ბევრი გამოწვევაა, რომელიც ერთად უნდა გადავლახოთ. რა თქმა უნდა, მიზანია პრემიერ ლიგაში ვიყოთ წარმოდგენილები. ეს ჩვენს ყველას გვინდა - მოთამაშეებს, მწვრთნელებს, გულშემატკივარს.


მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივარ და კმაყოფილი ვარ, რომ „უოტფორდს" აქვს ხასიათი. ყოველთვის ვცდილობთ პოზიტიურ შედეგს მივაღწიოთ. სხვა დანარჩენი მიუღებელია. ყოველთვის მნიშნელოვანია, თავს მაქსიმუმი დაუგეგმო და მერე არ დააკლო ძალები მათ შესასრულებლად და მოედანზე კარგი შედეგის საჩვენებლად.


მინდა მადლობა გადავუხადო „უოტფორდის" გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის და დაფასებისთვის, რომელსაც მათგან ვგრძნობ.


პირველი თამაშის შემდეგ, მათგან სიყვარული ვიგრძენი და ვგრძნობ, რომ ეს სიყვარული იზრდება და ძლიერდება, რაც მე თავს მშვიდად ვგრძობ და ვხვდები, რომ მენდობიან.


მინდა ბევრი გამარჯვება ვიზეიმო ამ გუნდთან ერთად და კარგი მოგონებები დამრჩეს. მაგარი ფანები გვყავს, ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან და ერთი დიდი ოჯახი ვართ. ასეთი გარეო მნიშნელოვანია, თუ გუნდა რომ წარმატებული იყო", - ეს არის ინტერვიუ რომელიც კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, „ჩაკვეს" უთამაშებლობას და ფორმიდან ამოვარდნას, ყველაზე მეტად ქართველი გულშემატკივარი განიცდიდა. შესაბამისად, თუკი გიორგი მშვიდ გარემოში ზრდას და განვითარებას გააგრძელებს, ეს ყველაზე მეტად საქართველოს წაადგება.



ფოტო: (с) watfordfc