აქაც არ გვაწყენდა...
აქაც არ გვაწყენდა...
02.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

აფრიკის თასის გათამაშებისას, როგორც ჩანს ჟურნალისტებმა მედია ტრიბუნაზე „გადააჭარბეს". ყოველ შემთხვევაში CAF -ი Cote d'Ivoire 2023-ის დროს მედია ტრუბინასა და მედია ზონებში მომხდარი დაძაბულობის განსამუხტად და ესკალაციის თავიდან ასაცილებლად გამოსავალს ეძებს.

„საქმეში" ტურნირის ადგილობრივი ორგანიზატორები, პოლიცია და აფრიკული ფეხბურთის მმართველი წრეები არიან ჩართულნი.


„მიუხედავად იმისა, რომ ყველა, მათ შორის ჟურნალისტები ფეხბურთის ფანები და საკუთარი ქვეყნის ნაკრებების ქომაგები არიან, ჟურნალისტებმა პროფესიული სტანდარტები უნდა დაიცვან. გულშემატკივარი არ უნდა იჯდეს მედია ტრიბუნაზე, ამისთვის სტადიონზე საკმარისი ადგილებია", - ნათქვამია აფრიკის კონფედერაციის წერილში, რომელსაც AIPS  (სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია). ამასთან აღნიშნულ წერილში ჩამოთვლილია რამდენიმე მუხლი, რომელიც ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, არა მხოლოდ აფრიკელებს, საქართველოშიც თუ, გაითვალისწინებენ არ იქნება აზრს მოკლებული.


1. ამიერიდან, მედიის ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც გადაჭარბებულად აღნიშნავს საკუთარი გუნდის წარმატებას და შეურაცყოფას აყენებს მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენელ კოლეგებს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა მიერ ტრიბუნიდან იქნება გაყვანილი და აკრედიტაცია გაუუქმდება.

2.       მედიის ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჩხუბში, მათ შორის მედია-ზონაში, ჩამოერთმევა აკრედიტაცია;

3.       ნებისმიერი ჟურნალისტი (არა HB), რომელიც მედია-ტრიბუნიდან იღებს თამაშს, გაყვანილი იქნება ტრიბუნიდან და აკრედიტაცია ჩამოერთმევა.

4.       ნებისმიერი მედია-წარმომადგენელი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მწვრთნელებს, მოთამაშეებს ასევე საკუთარ კოლეგებს მოიხსენიებს ვულგარულად და უცენზურო გამონათქვამებით, ჩამოერთმევა აკრედიტაცია.


მოგეხსენებათ, 2024 წელს ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება გველის. ასე, რომ თუკი ქართული ფედერაციები და არა მხოლოდ ფეხბურთის (ჩვენთან ეს, ყველაზე მეტად, სწორედ სფფ-ში არის დალაგებული), ზემოთხსენებულ  გამოცდილებას გაიზიარებენ მედია ზონებში სამუშაოდ მოსულ აკრედიტებულ ჟურნალისტებს შეუშვებენ, სამუშაოდ მოსულ მედიას, საქმის კეთება ბევრად გაუადვილდება.


ფოტო:(c) cocan2023.ci