მედლების გარეშე დასრულებული პირველი დღე პარიზში
მედლების გარეშე დასრულებული პირველი დღე პარიზში
02.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ოლიმპირი თამაშების წინ, პარიზი გენერალურ რეპეტიციას გადის. ყოველ შემთხვევაში ასე აფასებენ, საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე ტრადიციულ, რიგით 50-ე პარიზის გრან სლემს ძიუდოს სპეციალისტები, რომელიც დღეს ქართული გუნდისთვის მედლების გარეშე დასრულდა.

ტურნირის განაცხადში თავდაპირველად 13 სპორტსმენი იყო დარეგისტრირებული. ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, პრესტიჟული გრან სლემიდან, ჩვენებმა პირველი ნომრები დაასვენეს, გუნდი კი, საქართველოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგით დააფიქსირეს. ტურნირზე  საასპარეზოდ არ იმყოფებიან 2023 წლის პარიზის გრან სლემის გამარჯვებულები ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ). გუნდში არ არის, არც ამავე ტურნირის შარშანდელი ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ლუკა მაისურაძე (-90 კგ). საფრანგეთში, ქართული გუნდი მხოლოდ მამრობითი შემადგენლობით გაემგზავრა:


-60კგ ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი

-66კგ თენგო ზირაქაშვილი, ლაშა ნადირაძე

-73კგ გიორგი ჩიხელიძე

-81კგ გიორგი გოჩილაიძე, ვლადიმირ ახალკაცი

-90კგ ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი

-100კგ ვარლამ ლიპარტელიანი, მიხეილ ჯაფარიძე

+100კგ საბა ინანეიშვილი, გიორგი დემეტრაშვილი


ასპარეზობის პირველ დღეს, ტატამზე ორ წონით კატეგორიაში მხოლოდ, ორმა გიორგი სარდალაშვილმა და თენგო ზირაქაშვილმა იასპარეზეს. გრან სლემს ჩხვიმიანი და ნადირაძე  „ჩაეხსნენ", ზირაქაშვილმა კი, პირველივე შეხვედრა წააგო კუბელ ორლანდო პოლანკოსთან.


რაც შეეხება გიორგი სარდალაშვილს, ქართველმა კარგად დაიწყო. პირველ შეხვედრაში ვიეტნამელი დუკ დატ ჩუ ვაზარით დაამარცხა, თუმცა მერვედფინალში, დამატებით დროში, თავად დამარცხდა ვაზარით უკრაინელ არტიომ ლესიუკთან. სხვათა შორის, ამ დუელში, თავდაპირველად ქართველი დაწინაურდა ვაზარით, თუმცა დაახლოებით 1 წუთის მერე გიორგის ვაზარი გაუუქმეს.


რაც შეეხება ლესიუკს, 1/4 ფინალში, მართალია საფრანგეთის სახელით მოასპარეზე, მაგრამ მეორე ქართველთან, ლუკა მხეიძესთან ვერაფერი განაწყო და იპონით დამარცხდა. თავის მხრივ, მხეიძემ 1/2 ფინალში, საკმაოდ მძიმე და დაძაბულ ორთაბრძოლაში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ფრანსისკო გარიგასი დაამარცხა და პარიზის გრან სლემის მედალი გაინაღდა.


ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.



ფოტო: © IJF / თამუნა ყულუმბეგაშვილი