დღეს, ქართული ალპინიზმის ერთი გვერდი დაიხურა. გვერდი, რომელიც მეგობრობას, აზროვნებას და ამ ქვეყნის შვილობას გასწავლიდა. 85 წლის ასაკში, ქართველი ალპინისტებისთვის საუკეთესო მეგობარი და მასწავლებელი ლევ სარქისოვი გარდაიცვალა.
არშაკოვიჩი, როგორც მას ალპინისტურ წრეებში მიმართავდნენ 1999 წლის 12 მაისს გახდა ყველაზე ხანდაზმული მთამსვლელი, რომელმაც მწვერვალ ევერესტზე ასვლა მოახერხა. შეგახსენებთ, რომ იმ წელს მსოფლიოს სახურავზე, ერთდროულად ორი ქართული ექსპედიცია ავიდა, სხვადასხვა მხრიდან. სარქისოვმა, ამ დღეს მწვერვალზე ასვლა სამოცი წლისა 161 დღის ასაკში ავიდა და გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.
საბჭოთა კავშირის პერიოდში, ყველაზე მაგარი ალპინისტის ცნობა მარტივი იყო, ყველას ვინც მაშინდელი ქვეყნის ტერიტორიაზე ხუთივე შვიდიათასიან მწვერვალზე (კომუნიზმის პიკი (7495 მ), „პაბედა" (7439 მ), ლენინის პიკი (7134 მ), კორჟენევსკაიას პიკი (7105 მ), ხან ტენგრი (7010 მ)) ავიდოდა, „თოვლის ჯიქი" ტიტულს ანიჭებდნენ. ქართული ალპინისტური ოჯახიდან, არშაკოვიჩი ერთ-ერთ იყო. მას ენდობოდნენ, უჯერებდნენ, მისგან სწავლობდნენ.
ქართული ალპინიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი დაჯილდოვებული იყო ღირსების ორდენით.
ჩვენი გვერდი, მწუხარებას გამოთქვამს ლევ სარქისოვის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახა და ქართულ ალპინისტურ საზოგადოებას.