დამაჯერებელი გამარჯვება, რომელიც გიორგი შერმადინის „ტენერიფეს" შანს უტოვებს, ტოპ 16 გუნდში დაუმარცხებელი დარჩეს. ქართველის გუნდმა, ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩშიც იმარჯვა, ამჯერად 89-68. ამ მოგებით, „ტენერიფემ" მოახერხა, რომ „საშინაო" თამაშებში, ზედიზედ მე-18 მატჩია ახერხებს მოგებას, რაც თავის მხრივ, ბოლო ტურნირის არსებობის 8 წლიან ისტორიაში საუკეთესოა.
„ტენერიფემ", ბერძნულ „პერისტერსთან" მატჩის პირველი წუთებიდან კარგად დაწყო თამაში დაცვაშიც და გააზრებული მოქმედებებით შეტევების დროს, შედეგად კი, პირველი მეოთხედი 27-14 მოიგეს. დაახლოებით ასევე გაგრძელდა მეორე მეოთხედიც, სადაც შერმადინის გუნდმა 20-11 გაიმარჯვა. თუმცა, ბერძნებმაც მეორე ტაიმში გაიბრძოლეს, ქართველის გუნდმა მესამე მეოთხედი სულ ერთი ქულიტ, 24-23 მოიგო, ბოლო კი, საერთოდ 18-20 წააგო, თუმცა, პირველ ტაიმში დაგროვილი ქულები, საერთო გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. საუკეთესო ამ შეხვედრაში, 26 ქულით კაილ გაი გახდა.
რაც შეეხება გიორგი შერმადინს, მას პარკეტზე დაახლოებით 18 წუთი მოუწია ყოფნა. ამ დროის მანძილზე, „შერმომ" 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ამასთან ქართველს 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, 3/3 ორქულიანი და 2/2 ჯარიმა.
ორი ტურის შემდეგ, K ჯგუფს „ტენერიფე" და იერუსალიმის „ჰაპოელი" ორ-ორი მოგებით ლიდერობენ. სწორედ, „ჰაპოელთან" სათამაშოდ გაემგზავრება ქართველის გუნდი რამდენიმე დღეში, 7 თებერვალს კი, დიდი ალბათობით, ამ ორიდან ერთი ჯგუფში ლიდერი გახდება.
ფოტო: (C) cbcanarias.net