ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველი სპარინგი დაგეგმა
ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველი სპარინგი დაგეგმა
31.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ევრო 2024"-ის წინა მოსამზადებელი მატჩი იქნება, თუ ახალი შესარჩევი ციკლის სამზადისი, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრებისთვის, ამხანაგური თამაში, რომელიც 9 ივნისს, პოდგორიცაში დაიგეგმა, სპარინგამდე, ბევრად უფრო ადრე, მარტის ბოლოს გაირკვევა.

პირველ ოფიციალურ მატჩს კი, ჩვენი ნაკრები 21 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე" გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ნახევარფინალში ვილი სანიოლის გუნდი ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლებს. თამაშში, რომელშიც უკვე ცნობილია რომ ხვიჩა კვარაცხელია და დათი ხოჭოლავა არ მიიღებენ მონაწილეობას, გამარჯვების შემთხვევაში, ასევე თბილისში, 26 მარტს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი საგზურისთვის ითამაშებს.


სფფ-ს სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, 2024 წლის პირველი ამხანაგური მატჩის ფარგლებში, ჩვენი გუნდი მონტენეგროს ნაკრებს ესტუმრება და 9 ივნისს „გრადსკი სტადიონზე" ითამაშებს.


ჩვენის მხრივ, იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, ეს თამაში, სწორედ ევროპის სადებიუტო ჩემპიონატის წინა მოსამზადებელი ეტაპი იქნება.