გიორგი შერმადინი ესპანეთის უმაღლესი ლიგის იანვრის თვის საუკეთესო გახდა
28.01.2024
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია
როგორც ლაშა ტალახაძე ხნის საკუთარ რეკორდებს, იმავეს, მხოლოდ კალათბურთში ახერხებს გიორგი შერმადინი. იანვრის თვეში, ქართველმა მეთორმეტედ მოიგო ესპანეთის უმაღლესი ლიგის MVP-ის ტიტული.
წლების წინ, ცნობილი საკალათბურთო კომენტატორის ჯამლეტ ხუხაშვილის „წინასწარმეტყველება" და ცნობილი ფრაზა „ყოჩაღ შერმადინი" აქტუალობას არც დღეს არ კარგავს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინმა, მე-11 MVP, 2023 წლის დეკემბერში გახდა. თუმცა, ქართველი ცენტრი გაჩერებას არ აპირებს, ჩვენ კი, თვალს მივადევნებთ სადამდე „წავა".
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარში გამართულ მატჩებში, შერმადინი საშუალოდ 17,3 ქულასა და 8,3 მოხსნას აგროვებს და ეს მაჩვენებელი, საუკეთესოა, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან საკალათბურთო ლიგაში.