ქართველი მხატვრული მოცურავეები თებერვალში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ
ქართველი მხატვრული მოცურავეები თებერვალში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ
30.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

2-10 თებერვალს დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება მხატვრულ ცურვაში, შეჯიბრში საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. მანანა ჩანქსელიანის გაწვრთნილი მხატვრული მოცურავეები სენიორთა შორის, როგორც ტექნიკური და თავისუფალი სოლო პროგრამით, ასევე წყვილთა შორისაც იასპარეზებენ. აღსანიშნავია, რომ მომავალ ჩემპიონატზე, ჩვენი გოგონების პირველად იასპარეზებენ ე წყვილთა შორის, ტექნიკური და თავისუფალი პროგრამით.

დოჰაში ჩვენი გუნდი შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: მარია ალავიძე, ანკა ყიფიანი, თეკლა გოგილიძე და ნიტა ნათობაძე.


აღსანიშნავია, რომ მხატვრული ცურვა, სპორტის საწყლოსნო სახეობათა ჩემპიონატის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც 2-18 თებერვლის ჩათვლით გაიმართება დოჰაში. მნიშნელოვანია ის გარემოებაც, რომ ახლო აღმოსავლეთში მსგავსი რანგის საწყლოსნო შეჯიბრი პირველად ჩატარდება. თუმცა, დოჰას, ცურვის მსოფლიო ჩემპიონატისა და მსოფლიო თასის ეტაპების მასპინძლობის გამოცდილებაც აქვს. შესაბამისად, მრავალი ქვეყნის ფედერაციის წუხილი მიუხედავად, რომ ტურნირი დოჰაში პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე სულ რაღაც ხუთი თვით ადრე ჩატარდება, საწყლოსნო სახეობების საერთაშირისო ფედერაციას აზრი ვერ შეაცვლევინა.


საწყლოსნო სახეობების რიგით 21-ე ჩემპიონატი, 2023 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, 2021 და 2023 წლებში კოვიდ პანდემიის გამო შეცვლილი კალენდრით, აღნიშნული სახეობების მე-20 ჩემპიონატმაც გადაიწია და ძალაუნებურად, პარიზის ოლიმპიურ თამაშებთან, ძალიან ახლო პერიოდში დაიგეგმა 21-ე პირველობაც.


სხვათა შორის, ეს სწორედ ის მსოფლიო ჩემპიონატია, რომელზეც ასპარეზობის კარგი შანსი და შესაბამისად ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრისაც ცოტა ხნის წინ, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ხელიდან გაუშვა.