ქართულ „ოლ სტარში“, ქართველებმა იმარჯვეს
ქართულ „ოლ სტარში“, ქართველებმა იმარჯვეს
29.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გუშინ, 28 იანვარს, თბილისი არენამ საკალათბურთო სუპერლიგის 2024 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციას უმასპინძლა. ქართული კალათბურთის გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ ქართული „ოლ სტარი" რამდენიმე წელი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ტარდებოდა, თუმცა, ამჯერად ყველა ვარსკვლავის მატჩი თბილისში დაბრუნდა და პირველად ახალ არენაზე ჩატარდა.

შეხვედრაში მონაწილე გუნდები ადგილობრივები და ლეგიონერები, ტრადიციულად, ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ შეირჩნენ. ადგილობრივების გუნდს, სათავეში თსუ-ს მთავარი მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი, ლეგიონერებს კი, ირაკლი ხოშტარია, რომელიც ამჟამად, „დელტას" წვრთნის, ჩაუდგნენ.


საბოლოოდ, პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეულები გამოვიდნენ: ადგილობრივები - გიორგი ოჩხიკიძე, დავით ლომიძე, გიორგი სულაბერიძე (სამივე „ბათუმი"), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ბექა ბექაური („გურჯაანი") და ლეგიონერები - დეტრიკ ბრაუნინგი („ქუთაისი"), მაიკლ მეისი („მარგვეთი"), რაიან ჰოლნდი („ორბი"), ჰანტერ ბოუდი („ბათუმი"), მარქუს გილსონი („ქუთაისი").


აქვე გეტყვით იმ მოთამაშეების ვინაობასაც, რომლებიც კალათბურთის ქართული ქომაგების რჩეულები გახდნენ - ადგილობრივების გუნდში ითამაშეს ლუკა მაზიაშვილმა („კავკასია"), ოთარ ფხაკაძე, ნიკა დარბაიძე (ორივე „გურჯაანი"), ოთარ ბულიავა („ბათუმი"), ლუკა ბულაშვილი („რუსთავი"), ნიკა ჩეჩელაშვილი (თსუ), გეგი ბაქრაძე („ივერიონი"). ლეგიონერების „სკამი" კი, ასე გამოიყურებოდა - ტევის სმიტი, ენდრიუ ლუისი (ორივე გაუ), ტაირი ბოიკინი (თსუ), ჯონ ნეიგლი („ორბი"), ტაიშონ კროუფორდი („მარგვეთი"), გრეგ ფარამი („კავკასია").


საკმაოდ სანახაობრივი შეხვედრა, უხვ ქულიანიც გამოდგა და ადგილობრივების გამარჯვებით,  147-131 დასრულდა. სხვათა შორის, აღნიშნული ანგარიში ქართული „ოლ სტარების" ისტორიაში სარეკორდოა.


ტრადიციულად, ყველა ვარსკვლავის მატჩის პარალელურად გაიმართა სამქულიანებისა და ეფექტური გდებების, ეგრეთ წოდებული ჩატენვების კონკურსები. 2024 წლის გამარჯვებულები კი, სამქულიანებში „ორბის" ფორვარდი ჯონ ნეიგლი გახდა. ჩატენვებში კი, საკმაოდ ლამაზი სანახაობა, რომელიც „ბათუმის" ორ ლეგიონერს, ჰანტერ ბოუდსა და გაუ-ელ ტევის სმიტს შორის წარიმართა, საბოლოოდ ჟიურის გადაწყვეტილებას დაყაბულდა. გამარჯვება კი, ჰანტერ ბოუდის ერგო.



ფოტო: კალათბურთის ფედერაციის