ორ პროგრამაში მეათე, თუმცა ჯამში მეთერთმეტე
ორ პროგრამაში მეათე, თუმცა ჯამში მეთერთმეტე
29.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

განგვონში, სამხერთ კორეაში ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ კონსტანტინე სუპატაშვილმა. მოკლე პროგრამის შემდეგ, ქართული გუნდის 16 წლის მონაწილემ  58.48 (31.56 / 27.92) ქულა დააგროვა და თავისუფალი პროგრამის წინ, მე-10 ადგილზე იყო. 

მე-10 ადგილზე დაასრულა გამოსვლა ჩვენებურმა დღესაც, თავისუფალ პროგრამაში, რომელშიც 116.25 (61.24 /56.01) ქულა აიღო. სხვთა შორის ტექნიკური ელემენტების კუთხით ქართველმა მე-6 შეფასება მიიღო, თუმცა, ჩამორჩა პროგრამული კომპონენტების კუთხით. შედარებით დაბალი შეფასება მიიღო თავისუფალ პროგრამაში მისსავე დაფიქსირებულ შედეგთან 122.88 ქულა.


SYML-ის Where's My Love და  Les Friction-ის Who Will Save You Now მოტივებზე შედგენილი პროგრამა ქართველს სამმაგი აქსელით უნდა გაეხსნა, თუმცა დაშვების დროს შეცდომა დაუშვა, ალბათ, სრიალისას დააკლდა სისწრაფეც, რაც საბოლოოდ მისი გამოსვლის შეფასებაზეც აისახა.


ქართველმა ორი პროგრამის ჯამში 174.73 ქულა დააგროვა და საბოლოოდ მე -11 პოზიციას დასჯერდა. ორი პროგრამის ჯამში სუპატაშვილის საუკეთესო შედეგი, რომელიც მოციგურავემ 2023 წლის 9 სექტემბერს დააფიქსირა 184.16 ქულა იყო ორი პროგრამის ჯამში.


საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციაში განგვიმარტეს, რომ მცირე ტრავმის გამო, სამხერთ კორეაში, კონსტანტინეს წამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა, ქართველმა ამისდა მიუხედავად მაინც გადაწყვიტა ასპარეზობა. საქმე ისაა, რომ სუპატაშვილმა სწრაფად აიყარა ტანი და ახლა რთული ტექნიკური ელემენტების შესრულებისას, ამ ახალ მოცემულობასთან უწევს ადაპტაცია. შესაბამისად, სრიალის დროსაც აქვს მცირედი წუნი, თუმცა, ეს მხოლოდ დროის საკითხია და სუპატაშვილი მალე, ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება.


და ბოლოს ხვალ განგვონში თბილისის დროით, 11:00 საათზე დაიწყება იუნიორ ქალთა ასპარეზობა, სადაც ინგა გურგენიძე მოკლე პროგრამის შემდეგ მეშვიდეა.