თსუ, გაუ, „ქუთაისი", „ორბი", „ბათუმი", „მარგვეთი", „გურჯაანი", „ივერიონი", ის რვა გუნდია, რომლებიც საქართველოს საკალათბურთო თასისთვის აგრძელებენ ბრძოლას. 25, 26 და 27 იანვარს საქართველოს სამ ქალაქში, თასის გათამაშების საპასუხო მერვედფინალური მატჩები გაიმართა.
„ვერა"- „ქუთაისი" 76-95 ვსა - „ბათუმი" 84-81 „ასტრალი" - გაუ 63-97 „რაში" - „ივერიონი" 80-94 თსსუ - თსუ 80-120 „კავკასია" - „ორბი" 80-76 „სოხუმი-საქართველო" - „გურჯაანი" 61-94 „მარგვეთი" - „რუსთავი" 83-74 |
„ქუთაისი" - „ვერა" 83-80 „ბათუმი" - ვსა 94-87 გაუ - „ასტრალი" 99-96 „ივერიონი" - „რაში" 118-104 თსუ - თსსუ 109-87 „ორბი" - „კავკასია" 86-70 „გურჯაანი" - „სოხუმი-საქართველო" 88-73 „რუსთავი" - „მარგვეთი" 85-81 |
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მეოთხედფინალური სერიებიც 2-მატჩიანი იქნება. თამაშების განრიგი კი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ნახევარფინალში გასული გუნდები ოთხთა ფინალში 9-10 აპრილს ითამაშებენ.
მეოთხედფინალებში დაწყვილდნენ
თსუ - გაუ
„ქუთისი" - „ორბი"
„ბათუმი" - „მარგვეთი"
„გურჯაანი" - „ივერიონი"
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საილუსტრაციო მასალა