სანდრო ბაზაძე ზედიზედ მესამედ საფრანგეთის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია
სანდრო ბაზაძე ზედიზედ მესამედ საფრანგეთის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია
28.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული გუნდის ერთ-ერთი სახე და იმედი, საფრანგეთის ჩემპიონია. სანდრო ბაზაძემ დღეს, ხმლით ფარიკაობაში ტიტულის შენარჩუნება მოახერხა.

საფრანგეთის ქალაქ მეზონ-ალფორში, ხმლით გუნდურ ფარიკაობაში საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებული „ორლეანი" გახდა. საქმე ისაა, რომ მოქმედი ჩემპიონისა და მთავარი ფავორიტის „ორლეანის" გუნდის ლიდერი, მსოფლიოს N1 ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ასპარეზობს


სანდროსთან ერთად ორლეანის ღირსებას ბოლად აპიტი, ჟან-ფილიპ და სებასტიან პატრისები იცავდნენ.  აღსანიშნავია, რომ ჩემპიონი, პირველი რაუნდიდან თავისუფალი იყო.


T8-ში ქალაქ მელანის გუნდი იოლად 45-21, ნახევარფინალში კი, ქალაქ ჟუე-ლე-ტურის გუნდი 45-36 დაამარცხეს. ფინალში, ბაზაძის გუნდმა, „სუფლელვეი" 45-29 დაამარცხა და გამარჯვებული გახდა.


აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ პრესტიჟული ტურნირის მოგება კლუბ „ორლეანის" შემადგენლობაში 2022  და 2023 წლებშიც  შეძლო.




საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის მიერ გავრცელებული ფოტო