„დინამო თბილისს“ ახალი ტექნიკური პარტნიორი ჰყავს
„დინამო თბილისს“ ახალი ტექნიკური პარტნიორი ჰყავს
28.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეს ფოტო, 2008 წლის 6 აგვისტოს არის გადაღებული. „დინამო არენაზე" თბილისურმა კლუბმა ამ დღეს, ბერძნულ „პანათინაიკოსს" უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა. ფოტო ისტორიისთვის და უბრალოდ „მემორისთვის", რადგან დღეს ცნობილი გახდა, რომ „დინამო თბილისში" Jako დაბრუნდა. აღნიშნულ ფოტოზე კი, კარგად ჩანს, რომ თბილისელები, სწორედ Jako- მიერ წარმოებული ფორმით თამაშობენ.

ახალი და ამავდროულად ძველი ტექნიკური პარტნიორის დაბრუნების შესახებ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, „დინამო თბილისი" მოახლოებულ სეზონს ახალი ტექნიკური პარტნიორით ხვდება. დედაქალაქურ გუნდსა და გერმანულ სპორტული ეკიპირების მწარმოებელ კომპანია Puma-ს შორის თანამშრომლობა დასრულდა. ახალი სეზონიდან კი, თბილისურ კლუბს ასევე გერმანული Jako შემოსავს.


მხარეებს შორის კონტრაქტი სამი წლის ვადით გაფორმდა. ხელშეკრულება „დინამოს" პირველ, მეორე და 19-წლამდე გუნდებს მოიცავს.


Jako-სთან ჩვენი კლუბი წარსულშიც თანამშრომლობდა. „დინამო თბილისი" აღნიშნული კომპანიის სპორტული ეკიპირებით 2001-2009 წლებში ასპარეზობდა.


გერმანული სპორტული ბრენდი ისეთი კლუბების პარტნიორია როგორიცაა - „მაინცი", „შტუტგარტი", „როიალ ანტვერპენი" და ა.შ,"- ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.


ფოტო: © სკ „დინამო თბილისი"