პორტუგალიის გრან სლემი მედლის გარეშე დავასრულეთ
28.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
2024 წლის სეზონის პირველ სტარტზე, პორტუგალიურ ოდიველაში წარუმატებელი გამოდგა სოფიო სომხიშვილისთვის. პორტუგალიის გრან პრიზე ქართველმა მძიმეწონოსანმა მეორე წრიდან დაიწყო ასპარეზობა და დომენიკელ მოირასთან ჰანსუკო მაკეთი დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ +78კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სომხიშვილს, 2023 წელს რამდენი ტურნირის გამოტოვება ტრავმის გამო მოუხდა, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ ოლიმპიური წელი ქართველი ჯუდოკასთვის წარმატებული იქნება.
ჩვენი ძიუდოისტებისთვის მომდევნო სტარტი არც თუ შორსაა. ქართული გუნდი, 2-4 თებერვალს საფრანგეთში, პარიზის გრან სლემზე 13-კაციანი გუნდით იასპარეზებს. თუმცა, აღნიშნულ შეჯიბრზე ქართველებს, ქალთა შორის წარმომადგენელი არ ეყოლებათ.
ფოტო: ©Di Feliciantonio Emanuele