განგვონში, სამხერთ კორეაში ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გრძელდება. ტურნირზე, რომელშიც საქართველოს 6 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, მედლებისთვის ბრძოლას ორი აგრძელებს. ორიდან ერთმა, კონსტანტინე სუპატაშვილმა დღეს იუნიორ მოციგურავე ვაჟთა შორის დაიწყო ასპარეზობა.
ქართველი, მოკლე პროგრამაში, ყინულზე ბოლო ჯგუფის კიდევ ხუთ მოციგურავესთან ერთად გამოვიდა და ეს ჯგუფიც, სწორედ მისი გამოსვლით დაიწყო. ენიგმას Gravity of Love-სა და The Irrepressibles-ის In This Shirt-ზე აგებულ კომპოზიციაზე, ქართველმა მოციგურავემ პროგრამაში 58.48 (31.56 / 27.92) ქულა დააგროვა და თავისუფალი პროგრამის წინ მე-10 ადგილზეა.
კონსტანტინე სუპატაშვილი თავისუფალი პროგრამით 29 იანვარს იასპარეზებს. სხვათა შორის შეჯიბრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა, ISU-ს იუთუბ-გვერდზეც არის შესაძლებელი. ამავე არხზე ხვალ დილით გოგონათა შორის ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე ინგა გურგენიძის გამოსვლის ხილვაც შეგიძლიათ. ქართველი, მოკლე პროგრამაში ყინულზე ყველაზე ბოლოს გამოვა.