ოლიმპიურ წელი, ქართველი ძიუდოისტებიდან გოგონებმა გახსნეს. 2024 წლის სეზონის პირველ სტარტზე, პორტუგალიურ ოდიველაში ბრინჯაოს მედალთან ახლოს იყო ეთერ ასკილაშვილი. -63 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გორის ძიუდოს კლუბის წარმომადგენელმა, პორტუგალიის გრან პრიზე, ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო. ბადეში შეხვედრები იპონებით მოიგო და შესაბამისად, ბადის გამარჯვებულიც ის გახდა. 1/2 ფინალში ეთერი, პორტუგალიის გრან პრის მომავალ გამარჯვებულთან, ლუსი რენშალთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა ბრძოლა.
ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, საკმაოდ თანაბარი ბრინჯაოს ფინალის ბოლო წუთზე, ეთერის მეტოქემ, გამოცდილმა ჯუდოკამ ისრაელიდან ინბალ შემეშმა, ქართველის ვაზარზე დაგდება მოახერხა. მომეტი VAR-მაც გადაამოწმა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წათით ადრე კი, VAR-მა უკვე ეთერის მიერ შესრულებული მომენტი გადასინჯა. თუმცა, ქართველს გდება არ ჩაუთვალა და შესაბამისად, ასკილაშვილიც მედლის გარეშე დარჩა.
მიუხედავად ამისა, ქართველმა ჯუდოკამ მოახერხა საჭირო სარეიტინგო ქულების დაგროვება. წინ კიდევ არის ტურნირები, სადაც ქართული გუნდისთვის ამ საჭირბოროტო წონაში, იმედი გვაქვს, რომ ეთერი მოახერხეს იმ რაოდენობის ქულების დაგროვებას, რაც საბოლოოდ, ოლიმპიურ თამაშებზე, გუნდური ასპარეზობის შანსს მოგვცემს.
პორტუგალიის გრან პრი, 26-28 იანვარს, IJF-ის (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) ეგიდით მიმდინარე, წლის პირველი შეჯიბრია. 92 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველო საკმაოდ მოკრძალებულად და ისიც, მხოლოდ ქალათა კატეგორიაშია წარმოდგენილი.
-63 კგ ეთერ ასკილაშვილი
-70 კგ მარიამ ჭანტურია
+78 სოფიო სომხიშვილი
ხვალ, ასპარეზობას დაიწყებს სოფიო სომხიშვილი. რაც შეეხება მარიამ ჭანტურიას, რომელიც ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ბოლო რამდენიმე თვეა უბრუნდება საერთაშორისო სარბიელს, ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და პირველივე შეხვედრა იოპნით წააგო ბრიტანელ ჯუდოკასთან.
ფოტო: © IJF / თამარ ყულუმბეგაშვილი