21-ე საუკუნის მეორე ათწლეულის ერთ-ერთვი თვითმყოფადი სახე, გიორგი ცინცაძე ეროვნული ნაკრებიდან წასვლას გეგმავს. ბუს გადაწყვეტილება დღეს, კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.
„ეროვნული ნაკრებიდან გიორგის გაცილებაში მონაწილეობა კალათბურთელებთან ერთად იმ გულშემატკივრებსაც შეეძლებათ, რომლებიც 26 თებერვალს სერბეთთან გასამართ მატჩს დაესწრებიან", - წერს ფედერაციის გვერდი.
გამოსამშვიდობებელ მატჩს, რომელსაც გიორგი ცინცაძე ეროვნული ნაკრების მაისურით გამართავს, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ იქნება. FIBA EuroBasket 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ საშინაო შეხვედრა თბილისი არენაზე 26 თებერვალს, 21:00 საათზე დაიწყება. თუმცა, აღნიშნული მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები, ახალი მთავარი მწვრთნელის, ალეკსანდრ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით თებერვლის მეორე ნახევრიდან შეიკრიბება. პირველ შეხვედრას, საქართველოს ნაკრები გასვლაზე, 23 თებერვალს დანიაში გამართავს.
ამ ეტაპზე უცნობია, გაემგზავრება თუ არა ჯიკიჩის გუნდთან ერთად დანიაში, ქართული სანაკრებო კალათბურთის რეკორდსმენი თუ არა, ფედერაციის ვებ-გვერდი კი, ცინცაძის მონაწილეობით, 217-ე მატჩს აანონსებს.
ქართველმა გამთამაშებელმა, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისური პირველად 2004 წელს ჩაიცვა, სადებიუტო შეხვედრა ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. გიორგი ცინცაძე ეროვნული ნაკრების ღირსებას 20 წელი იცავდა და გუნდურ სახეობებში ჩატარებული თამაშებით საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენია!