რამაზ სვანაძეს კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივეს
რამაზ სვანაძეს კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივეს
22.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად, საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრებს 5 შანსი აქვს დარჩენილი, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში, ქართველი ახალგაზრდები ზედიზედ მეორედ მოახერხებენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობას. ამასთან, ევროპის საგზურის მოგების შემთხვევაში, ქართველთა გუნდი, ამჯერად ამას როგორც არა მასპინძელი ქვეყანა მოახერხებს და ეს ერთი ასად დასაფასებელი იქნება. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოში გამართულ ევროზე, რამაზ სვანაძის გუნდმა ჯგუფური ეტაპის მოგება მოახერხა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა. ამასთან, საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრებმა, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში, მატჩებზე დასწრების რეკორდი დაამყარა და შემდეგ, სამჯერ მოხსნა.

ახალგაზრდული ევროს დასრულების შემდეგ, სვანაძის გუნდმა, ევროპის 2025 წლის შესარჩევი ციკლიც საკმაოდ წარმატებულად დაიწყო. 2023 წელს გამართული ხუთი მატჩის შემდეგ საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრები C ჯგუფში 10 ქულით (3 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი), მეორე ადგილზეა.



„აღსანიშნავია, რომ 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შემდეგაც წარმატებულად განაგრძობს ასპარეზობას და დღეს, ჯგუფში დაკავებული მეორე ადგილით, პირველად გვაქვს რეალური შანსი, რომ ახალგაზრდული ნაკრები უკვე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. ამ კუთხითაც წელს უმნიშვნელოვანესი მატჩები გველის და მინდა წარმატება ვუსურვო რამაზს, მის სამწვრთნელო შტაბს და მთლიანად გუნდს", - ამბობს რამაზ სვანაძე.


სფფ-მ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს ახალი ხელშეკრულება გაუფორმა და მიმდინარე კონტრაქტი, კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა. 42 წლის სპეციალისტმა, 2021 წლის თებერვალში, 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, 20 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 10 მოიგო, 4-ჯერ დამარცხდა და 6 მატჩი ფრედ დასრულდა.


რამაზ სვანაძე ეროვნული გუნდების სტრუქტურაში, 2018 წლიდან მუშაობს, ჯერ 18-წლამდე, შემდეგ კი 19-წლამდე ასაკობრივ გუნდებს ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში, 19-წლამდებმა საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი წარმატებით, პირველი ადგილით დაძლიეს, ხოლო 2020 წელს გასამართი ელიტ რაუნდი პანდემიის გამო აღარ ჩატარდა.