ზამთრის ოლიმპიური თამაშები 100 წლისაა
ზამთრის ოლიმპიური თამაშები 100 წლისაა
25.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზუსტად 100 წლის წინ, 1924 წლის 25 იანვარს ფრანგულ შამონიში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ათვლა დაიწყო. ზამთრის პირველ ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც 5 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა მედლების 16 კომპლექტი გათამაშდა, სპორტის 5 სახეობის 9 დისციპლინაში.

ბობსლეიში, კერლინგში, ჰოკეიში, ციგურაობაში (ფიგურული ციგურაობა და ჩქაროსნული სრიალი), თხილამურებით სირბილში, სამხედრო პატრული (რომელიც რეალურად თანამედროვე ბიატლონის თავდაპირველი ვერსიაა), სათხილამურო ორჭიდი (რომელიც ტრამპლინიდან ხტომებისა და თხილამურებით სირბილი) და ტრამპლინიდან ხტომები.


სხვათა შორის, ბევრ წყაროში კერლინგი და სამხედრო პატრული, როგორც ოფიციალური დისციპლინები არაა შეტანილი და მათ, როგორც საჩვენებელ სახეობებს, ისე იხსენიებენ. 2006 წლის თებერვალში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადგინა, რომ კერლინგი ოლიმპიური პროგრამის განუყოფელი ნაწილია და მედლებსაც ოფიციალური სტატუსი მიენიჭა. რაც შეეხება სამხედრო პატრულს, მას ბიატლონის სახელით უკვე 1960 წლიდან მოიხსენიებენ სპორტულ წრეებში.




ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირველი ოქროს მედლი 500 მეტრზე ჩქაროსნულ სრიალში გათამაშდა, მისი მფლობელი კი, ჩარლზ ჟეტროუ გახდა აშშ-დან. ბოლო მედალი კი, კანადის ჰოკეისტთა გუნდმა მოიგო.


პირველ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში,  16 ქვეყნის ათლეტებმა მიიღეს მონაწილეობა. სხვათა შორის, თამაშებზე არ დაუშვეს გერმანელები. 100 წლის წინ, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა,  გერმანელებს, ე.წ. Deutsche Kampfspiele-ის  (საბრძოლო ხელოვნების გერმანული თამაშები, რომელიც მულტი-სპორტული ღონისძიება იყო და გერმანული რასის გამორჩეულობას უსვამდა ხაზს) გამო ბანი დაადო.



საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ფოტოები