2024 წელს ქალები „გახსნიან“
2024 წელს ქალები „გახსნიან“
22.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

2024 წლის სეზონს ქართველი ჯუდოკები პორტუგალიურ ოდიველაშში გახსნიან.  26-28 იანვარს, ეს პატარა ქალაქი ძიუდოს ტრადიციულ ტურნირს, პორტუგალიის გრან პრის უმასპინძლებს. 92 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველო საკმაოდ მოკრძალებულად და ისიც, მხოლოდ ქალათა კატეგორიაშია წარმოდგენილი. ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტისთვის IJF-ის (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) გვერდზე, ქართველებიდან მხოლოდ გოგონები არიან რეგისტრირებულები.

-63 კგ ეთერ ასკილაშვილი

-70 კგ მარიამ ჭანტურია

+78 სოფიო სომხიშვილი


საერთო ჯამში, ტურნირში, მონაწილეობის მსურველ 657 მონაწილეს შორის 294 ქალია.  



ფოტო: (c) Sabau Gabriela / თამარ ყულუმბეგაშვილი