სეზონი „მირბის“, ნეაპოლელები კი, აშკარად რიტმიდან ამოვარდნილები არიან
სეზონი „მირბის“, ნეაპოლელები კი, აშკარად რიტმიდან ამოვარდნილები არიან
23.01.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„კვარას", ტრადიციულად ბევრი ურტყეს და კარგადაც „ჩაკეტეს", მიუხედავად იმისა, რომ 51-ე წუთზე ერთხელ მაინც კარგი დაარტყა. ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ შეცვალა ვალტერ მაძარი ხვიჩა კვარახელია 71-ე წუთზე. ამ მომენტისთვის, ქართველის „ნაპოლი" მინდორზე ერთით ნაკლები (მე-60 წუთზე ჯოვანი სიმეონე გააძევეს) იყო და გუნდი, მაქსიმუმს აკეთებდა, მშრალი ანგარიშის შესანარჩუნებლად.




თუმცა, საუდის არაბეთში, ერ-რიადის „ალ-ავალ პარკზე" მართლაც ლამაზ სტადიონზე წინა მატჩებისგან განსხვავებით, იტალიის სუპერ თასის მატჩზე მისულმა ქომაგმა, რომელიც „ინტერისა" უფრო ჩარბობდა, 11-მეტრიანების სერიით ვერ იჯერა გული, რადგან, „ნაპოლისა" და „ინტერის" დაპირისპირებაში, ლაუტარო მარტინესმა გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის დაწყებისთანავე გაიტანა და მილანელები დააწინაურა. ნეაპოლელებს კი, დარჩენილი დრო, შტურმის მიუხედავად მატჩის შემოსატრიალებლად აღარ ეყოთ. „ნაპოლი" ფინალში 0-1 დამარცხდა და რეალურად, თუ კლუბის დღევანდელ „სახეს" გავითვალისწინებთ, 2023-2024 წლების სეზონზე ტროფეის გარეშე რჩება. ყოველ შემთხვევაში დიდი ალბათობით იტალიურ სარბიელზე. რა თქმა უნდა, თუკი მაძარის მთელი ცოდნა და გათვლები, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე არ აქვს გათვლილი, რაც ნაკლებ სავარაუდოა.




 „ნაპოლი" მომდევნო მატჩს 28 იანვარს, სერია A-ში „ლაციოსთან" ჩაატარებს, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია დისკვალიფიკაციის გამო მოედანზე ვერ გავა. მის გარდა, ნეაპოლელებს დისკვალიფიკაციისა და ტრავმების გამო, თუ მეტი არა, 9 ფეხბურთელი ნაღდად დააკლდება.


შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთში, იტალიის სუპერ თასი, რომელის „გასტროლებსაც" ქვეყანაში საკმაო პროტესტი და ხმაური მოჰყვა, წელს ახალი ფორმატით ჩატარდა და მასში 4 გუნდი მონაწილეობდა. თავდაპირველად გუნდები 1/2 ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, გამარჯვებულებმა კი, სუპერ თასის ბედი, ფინალში, დღეს, 22 იანვარს გადაწყვიტეს. სუპერ თასის მფლობელი უკვე ზედიზედ მესამედ მილანის „ინტერი" გახდა.



ფოტო: ©Inter / AP Photo / espn.com